დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, January 13, 2013

„მერსედესის“ ახალი V6 „ტკბილად ჟღერს“

F1's V6 future sounds 'sweet' - Mercedes
13 იანვარი
ყველა ეჭვი იმის შესახებ, რომ ფ1-ის ახალი, ტურბო ძრავების ხმა არ იქნება ისეთივე მიმზიდველი, როგორიც ახლანდელი ატმოსფერული V8 აგრეგატების ჟღერადობაა, თანდათან ქარწყლდება. ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია, „მერსედესის“ ფორმულა ერთის ძრავების შეფ ენდი კოუელს ვენდოთ, რომელიც ამბობს, რომ ახალი ძრავი ძალიან ხმაურიანი არაა, მაგრამ „ტკბილად ჟღერს“.

ფ1-ის კომერციულ საქმეთა შეფი ბერნი ეკლსტოუნი ბევრს წუწუნებს იმაზე, რომ ატმოსფერული ძრავებიდან 1.6-ლიტრიან V6 ტურბოებზე გადასვლა, ფ1-ს მაყურებლებს დააკლებს. ის მოითხოვდა კიდეც რეგლამენტირებული პარამეტრების შეცვლას, რათა ძრავებს „მიმზიდველი“ ჟღერადობა არ დაეკარგა. თუმცა, როგორც ჩანს, ბერნის საწუწუნო არაფერი ექნება.
„იმის პრივილეგია მაქვს, რომ ძრავის პირველ სასტენდო გამოცდას დავსწრებოდი და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. აგრეგატს სასიამოვნო ხმა აქვს, ისეთი, როგორიც ყველას მოეწონება. შესაძლოა, ისეთი ხმაურიანი არაა, მაგრამ ამაში არანაირი პროვლემა არაა. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, სწორი მიმართულებით მივდივართ“, - „დეილი მეილთან“ საუბრისას ამბობს კოუელი.
მან ასევე განაცხადა, რომ ცილინდრების ნაკლები რაოდენობა და ძრავის ბრუნთა შემცირებული რიცხვი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძრავი ნაკლებად მიმზიდველი იქნება. „ის გაცილებით მეტ მაბრუნ მომენტს იძლევა, განსაკუთრებით მოსახვევიდან გამოსვლისას. მანქანა კი, რომელსაც უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე გზასთან ჩაჭიდებაა, კარგ სანახაობას მოგვიტანს“, - დასძენს კოუელი.

No comments:

Post a Comment