დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, January 13, 2013

პეტერანსელმა ალ-ატიასთან უპირატესობა შეინარჩუნა

Peterhansel keeps advantage over Al-Attiyah
13 იანვარი
ჯერჯერობით, სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე რალი მარათონ დაკარზე, ყველაზე რთული მერვე ეტაპი გამოდგა. ამის მიზეზი კი კალაპოტიდან გადმოსული მდინარე გახდა, რომელიც ბევრი მრბოლისთვის გადაულახავ ბარიერად იქცა. შედეგად, ფინიშს მხოლოდ ხუთმა მრბოლმა მიაღწია. ყველას შედეგები ოფიციალურად დაფიქსირდა, დანარჩენებს კი იგივე დრო ჩაუთვალეს, რაც რბოლის ლიდერ სტეფან პეტერანსელს ჰქონდა. მის შემდეგ, ფინიშთან ნანი რომა მივიდა, მაგრამ ამ დროს, ქრონმეტრაჟი უკვე გაჩერებული იყო და ამიტომ, ორიენტირად ფრანგის დრო დათქვეს.
სტეფან პეტერანსელი
ძლიერი წვიმის გამო, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. გზა იმდენად გაფუჭდა, რომ ორგანიზატორებმა სტარტის წერტილიც კი გადაიტანეს. თავიდან ნასერ ალ-ატია დაწინაურდა, თუმცა კატარელმა მდინარის გადალახვა ვერ შეძლო. პეტერანსელს კი გზა დაებნა - ის მოტოციკლისტების კვალს გაჰყვა, რომლებსაც არასწორი გეზი ეჭირათ. ამიტომ, მან ზედმეტი ხუთი კილომეტრი გაიარა. თუმცა, მისმა ნავიგატორმა შეცდომა ჟან-პოლ კოტრეტმა შეცდომა მალე აღმოაჩინა და ეკიპაჟი დისტანციას დაუბრუნდა.
დაკარზე ლეგენდარული ტრამპლინიდან მხტომელი,
პოლონელი ადამ მალიშიც ასპარეზობს
ეტაპი ფრანგმა გერლან ჩიჩერიმ მოიგო, რომელმაც ყველაზე უკეთ აუღო ალღო დატბორილ გზებს და იმ ქაოსს, რომელიც ადიდებულმა მდინარემ შექმნა. ნარბოლევს იყო იმის მცდელობა, რომ ეტაპი გაუქმებულად გამოცხადებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა, რომ საერთო კლასიფიკაციაში მაინც არაფერი შეიცვლებოდა.
დღეს დაკარის მონაწილეებს დასვენების დღე ჰქონდათ, რის შემდეგაც მათ მორიგი 7 ეტაპი ელით.

მე-8 ეტაპის შედეგები
1. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                        1:55:06
2. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)         +4:02 3. რობი გორდონი (აშშ, გორდონ ჰამერი)                            +5:17 4. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)        +12:15 5. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                +15:43
კლასიფიკაცია 8 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)          18:31:04
2. ნასერ ალ-ატია (კატარი, რედ ბულ ბაგი)                           +3:14
3. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალტოიოტა)+44:03
4. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                       +48:54
5. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                          +1:04:50
6. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                 +1:34:51
7. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                  +1:38:27
8. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, X-რეიდ ბეემვე)           +1:58:25
9. ბერნარ ერანდონეა (ანდორა, SMG ბაგი)                            +2:02:18
10. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი)                +2:07:29

No comments:

Post a Comment