დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 14, 2013

„ჰონდა ურბანი“ - კონცეპტუალური ქროსოვერის დებიუტი დეტროიტში

Honda Urban SUV Concept Debuts in Detroit, Previews Small Crossover Due in 2014
14 იანვარი
პატარა ქროსოვერების სეგმენტი ძალიან სწრაფად ფართოვდება და მასში მალე „ჰონდასაც“ ეყოლება თავისი „მოთამაშე“, რომლის კონცეპტუალური ვერსია, სახელად „ურბანი“, იაპონურმა კომპანიამ დეტროიტის ავტო შოუზე წარადგინა. „ჰონდას“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში წერია, რომ ამ ავტომობილის სერიული ვერსიის გაყიდვას იაპონიაში ამ წლის ბოლოსდ აიწყებს, ამერიკაში კი ის მოგვიანებით გამოჩნდება.
„ჰონდა ურბანის“ სიგრძე 4 300 მილიმეტრია, ანუ კომპაქტურ ქროსოვერ CR-V-ზე 230 მილიმეტრით მოკლეა. „ჰონდას“ გამაში, ახალი ქროსოვერი სწორედ CR-V-ზე ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს. „ურბანი“ იაპონური კომპანიის გლობალურ კომპაქტურ პლატფორმაზეა აგებული, რომელსაც ასევე სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „ჯაზის/ფიტისთვის“ და უნივერსალ „სიტისთვის“ იყენებენ. ის აღიჭურვება ეკონომიური ძრავებით, რომელთა ოჯახიც „ერთ დრიმის“ სახელითაა ცნობილი.
„ჰონდა“ გვპირდება, რომ „ურბანის“ სერიული ვერსია თანამედროვე ინტერიერს მიიღებს და შემდეგი თაობის ტელემეტრიული ელექტრონული სისტემებით აღიჭურვება. მასზევე მოხდება „ფიტის“ ცენტრალური ავზის ადაპტირება. გარდა ამისა, ავტომობილში სავარძლები ეგრეთ წოდებული „მეჯიკ სიტ“ სისტემით განლაგდება, რომელიც მომხმარებელს ბევრ კომბინაციას სთავაზობს.
სერიულ „ურბანს“ (ჯერჯერობით უცნობია, ის ამავე სახელით გამოვა, თუ არა) „ჰონდას“ უახლესი მექსიკური ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ქალაქ სელაიაში აშენდა და მალე ამოქმედდება. მისი საწარმოო მოცულობა 200 000-ია.

No comments:

Post a Comment