დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 14, 2013

„ჰიუნდაის“ ახალი პრემიუმ დიზაინის პირველი მერცხალი

Hyundai to Dazzle Detroit Auto Show-Goers with New HCD-14 Genesis Concept
14 იანვარი
კორეული კომპანია მაღალი ტემპით ვითარდება. ის უკვე ამერიკის ბაზარზეც ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. მაგრამ მიღწეულს არ სჯერდება და შემდეგ ნაბიჯად პრემიუმ სეგმენტზე შეტევა აქვს დაგეგმილი. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი, ერთგვარი დაზვერვა, სედანები „ეკუუსი“ და „ჯენეზისია“, რამაც გაამართლა - „ჰიუნდაიმ“ დააფიქსირა, რომ ამ სეგმენტში პერსპექტივა გააჩნია. თანაც, სახელი „ჯენეზისი“ ახლა ყველასთვის კორეულ პრემიუმს ნიშნავს.
შემდეგი ნაბიჯი, უფრო ძლიერი და ეფექტური უნდა იყოს - „დაზვერვის“ შედეგებზე დაყრდნობით უნდა გადაიდგას. და „ჰიუნდაი“ ახლა სწორედ ამისათვის ემზადება. მზადების პირველ ფაზაში, მისმა დიზაინერებმა და ინჟინრებმა კონცეპტუალური „HCD-14 ჯენეზისი“ შეიმუშავეს, რომელიც დეტროიტის ავტო შოუზე გამოფინეს. მეორე ფაზა ამის შემდეგ დაიწყება, როგორც კი კომპანიის დიზაინის ახალი შეფი, პეტერ შრეიერი (იმავდროულად, ის კიას პრეზიდენტი და დიზაინის ხელმძღვანელიცაა) თავისი ახალი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

„ჰიუნდაიმ“ ჯერ ამ კონცეპტუალური ლუქს სედანის ტიზერი გამოაქვეყნა. დეტროიტის ავტო შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი ინტერნეტით, ამ ავტომობილის პირველი ფოტოებიც გაგვაცნო. თან გამოაცხადა, რომ „ეს ავტომობილი საავტომობილო სამყაროს წარმოდგენას შეუქმნის იმაზე, თუ როგორი იქნება „ჰიუნდაის“ პრემიუმ ავტომობილების სტილი, მოწინავე სამგანზომილებიანი მაკონტროლებელი სისტემები და ენერგიული დინამიკა“.

სავარაუდოდ, კონცეპტუალური ავტომობილის ზოგიერთი ელემენტი, სედან „ჯენეზისის“ მომდევნო თაობაზე გამოჩნდება. ოღონდ, ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ სერიულ სედანზე აგრესიულ ფორმებს არ გადაიტანენ.
ამ ავტომობილს უფრო დაწვრილებით „ჰიუნდაი“ შოუს გახსნისთანავე გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment