დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 12, 2012

„მაკლარენი“ ორწამიან პიტსტოპებს გვპირდება


McLaren aiming for two-second pitstop as 'standard' in F1 2013
11 დეკემბერი
„მაკლარენში“ იმედოვნებენ, რომ ახალ სეზონში, ორწამიან პიტსტოპებს სტაბილურად შეასრულებენ, რაც რბოლის მსვლელობისას, მათს პილოტებს სერიოზულ უპირატესობას მიანიჭებს. გასულ სეზონში, ბრიტანულმა გუნდმა ოთხი საბურავის შეცვლის რეკორდი დაამყარა - გერმანიის დიდი პრიზის დროს, ჯენსონ ბატონს 2.3 წამში მოემსახურა.

ჟურნალ „ავტოსპორტის“ კითხვაზე, პიტსტოპების დროებმა, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს ხომ არ მიაღწია, „მაკლარენის“ სპორტული დირექტორი სემ მაიკლი პასუხობს: „რა თქმა უნდა, მაგრამ არც იმის დანახვაა ძნელი, რომ ბევრი რამის გაუმჯობესება შეიძლება. ახალი სეზონის წინ, ამ მიმართულებით ბევრს ვიმუშავებთ. ჩვენი მიზანია, მომავალ სეზონში ორწამიანი პიტსტოპები ხშირად გვქონდეს. ვფიქრობ, ჩვენ ეს შეგვიძლია. გერმანიაში ნაჩვენები დრო ამის დასტურია. ახლა მთავარია, რომ ასეთი სისწრაფე სტაბილურად გამოვავლინოთ. ბევრი რამ, ეკიპირებაზეა დამოკიდებული, ბევრიც - პერსონალის ვარჯიშზე. ახალი სეზონისთვის, რამდენიმე ტექნოლოგიურ სიახლეს ვამზადებთ. ამასთან, სრულიად შევცვლით პერსონალის მზადების პროცესს. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ საჩემპიონო მარათონში დასაწყისიდანვე ჩავებათ“.
მაიკლის თქმით, ამ ეტაპზე, პიტსტოპების სისწრაფით, „მაკლარენი“ და „რედ ბული“ გამოირჩევიან: „წინა სეზონში „მერსედესი“ პიტსტოპებზე უსწრაფესი იყო, ამ სეზონის დასაწყისში, „ფერარი“ ყველას სჯობდა, მაგრამ ამ მიმართულებით არ განვითარებულა. საბოლოოდ, ჩვენ და „რედ ბული“ სხვებზე წამის 5-6 მეათედით სწრაფები ვიყავით. ბოლო რბოლებში „რედ ბული“ წამოგვეწია. მათ რაღაცები შეცვალეს, ვიცი, რაც გააკეთეს“.
„ფ1-ის ინჟინრისთვის მთავარი ისაა, რომ გააკეთოს ზოგი რამ განსხვავებულად, რაც მას ამათუიმ სფეროში უპირატესობას მოუტანს. პიტსტოპების ჩვენმა გუნდმა სწორედ ეს შეძლო. ვამაყობ იმით, რასაც მათ მიაღწიეს. ეს ეხება იმათაც, ვინც ამისათვის ახალი ტექნოლოგიები შეიმუშავეს და იმათაც, ვინც ბოქსებში უშუალოდ ასრულებდა სამუშაოს. როდესაც ჰოკენჰაიმზე პიტსტოპის რეკორდი დავამყარეთ, ეს კი არ გაგვიხარდა, არამედ ის, რომ ამით სებასტიან ფეტელს გავასწარით. ასეთი მჭიდრო რბოლების დროს, წამის ყოველ მეასედს მნიშვნელობა აქვს“.

No comments:

Post a Comment