დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 12, 2012

უძველესი „ფორდი“ პატრონს დაუბრუნდა

World’s Oldest Ford Returns Home to Celebrate Company Founder
12 დეკემბერი
„ფორდის“ უძველესი ავტომობილი - 1903 წელს გამოშვებული „მოდელი A“, ფორდის ოჯახს დაუბრუნდა. ამ სიმბოლური მოვლენით დაიწყო კომპანიის დამაარსებელ ჰენრი ფორდის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს აღნიშვნა, რომელიც ერთ წელს გასტანს. ჰენრი ფორდ 1863 წლის 30 ივლისს არის დაბადებული და ამასთან დაკავშირებით, ამერიკული კომპანია არაერთ ღონისძიებას გეგმავს.
„ეს იდეალური დროა იმისათვის, რომ ჩვენი ისტორიის ნაწილი დავიბრუნოთ. ჩვენ მალე ჩემი დიდი ბაბუის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ვიზეიმებთ, ადამიანის, ვისი მიზანიც იყო, რომ ავტომობილი საშუალო შეძლების ოჯახებისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ჩვენ ახლაც მის შეხედულებებს ვითვალისწინებთ. „მოდელი A“ კი ის ავტომობილია, რომლის დახმარებითაც, ჩვენმა კომპანიამ მსოფლიო ბორბლებზე დააყენა“, - ამბობს ცისფერი ოვალის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბილ ფორდი, რომელმაც ეს ავტომობილი, სულ რაღაც, 264 000 დოლარად შეიძინა.
ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად, „ფორდი“ უამრავ ღონისძიებას გეგმავს. მათ შორის, ჩატარდება სპეციალური ექსკურსიებიფესტივალები, ფორუმები. რა თქმა უნდა, კომპანიის დიზაინრები ამ ამბავთან დაკავშირებით, კონცეპტუალურ ავტომობილ(ებ)ს შეიმუშავებენ. ამუშავდა სპეციალური ვებ გვერდი (henryford150.com), რომელიც ჰენრი ფორდის ცხოვრებას გაგაცნობთ.
ბილ ფორდის მიერ აუქციონზე შეძენილი ანტიკვარული ავტომობილის რიგითი ნომერია 30. ამ შასით, „ფორდმა“ სულ სამი ავტომობილი ააწყო, რომელთაგან მხოლოდ ერთია შემორჩენილი. ეს ავტომობილი, რომელიც პირველად 1903 წლის 13 ივლისს გაიყიდა, 1.6-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავითაა აღჭურვილი. ეს აგრეგატი მხოლოდ 8 ცხენის ძალას ავითარებდა, მისი წყალობით კი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 72 კმ/სთ-ს აღწევდა. მაშინ ის მხოლოდ 850 დოლარი ღირდა.

No comments:

Post a Comment