დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 11, 2012

„რინსპიდ მიკრომაქსი“ - ელექტრული მიკრობუსი


Rinspeed MicroMAX Concept Revealed Ahead of Geneva
11 დეკემბერი
როგორც წესი, ჟენევის საავტომობილო შოუზე, შვეიცარიულ ატელიე „რინსპიდს“ ყოველთვის აქვს სიახლე, რომელიც თავისი უჩველო დიზაინით და გადაწყვეტებით გამოირჩევა. ეს კომპანია მორიგი გამოფენისთვისაც ამზადებს კონცეპტუალურ სიახლეს, რომელსაც „მიკრომაქსი“ ეწოდა.

სახელ „მიკრომაქსი“ შეიძლება ორაზროვნად მოგეჩვენთ, მაგრამ სინამდვილეში, ის კონცეპციის არსს ასახავს - მიკროავტომობილი მაქსიმალურად ფართო სალონით. რა თქმა უნდა, „რინსპიდი“ ავტოინდუსტრიის ტრენდს მიჰყვება და კონცეპტუალური მიკროავტომობილი ელექტრული ძალური დანადგარით აღჭურვა.
კომპანიის შეფი ფრანკ რინდერკნეხტი, ვინც კონცეპტუალური ავტომობილის შემუშავებას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ამ ავტომობილს, საქალაქო ტრანსპორტის სფეროში რევოლუციის მოხდენა შეუძლია. მასში რევოლუციური ისაა, რომ ერთ, ძალიან პატარა ავტომობილში, პირადი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საუკეთესო თვისებებია შერწყმული.
„მიკრომაქსი“ იმიტაცაა საინტერესო, რომ ის ეგრეთ წოდებული „ქარშეარინგის“ პროგრამის გათვალისწინებითაა შექმნილი. ამ პროგრამის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური გამქირავებელი კომპანია, რომელიც მცირე დროით, წუთობრივადაც კი  გააქირავებს ამ ტიპის ავტომობილებს. ამ პრინციპით ავტოგაქირავების ფირმები ევროპაში უკვე მუშაობს და ისინი ძირიტადად „სმარტის“ მიკროავტომობილებს იყენებენ.
მანქანა თავისი გაბარიტებითაც კი უცნაურია. მისი სიგრძე სულ რარაც 3.6 მეტრია, სიმაღლე კი - 2.2 მეტრი. ანუ, ის ადამიანზე მაღალია და ამით, მისი მგზავრების კომფორტი გარანტირებულია. სალონში ხუთი ადგილია. ამასთან, ბავშვის და ერთი ზრდასრული მგზავრის სავარძელი საპირისპირო მხარეს უყურებს. მათთან ერთად, სალონში ადგილი ბარგისთვისაც რჩება.
„რინსპიდი“ თავისი კონცეპტუალური ავტომობილის ელექტრული ძალური დანადგარების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

No comments:

Post a Comment