დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 19, 2015

განახლებული „მერსედეს SL“ ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე

Updated SL Is Mercedes' Answer To The Luxury Grand-Touring Market
19 ნოემბერი
„მერსედეს-ბენცმა“ ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, თავის როდსტერ SL-ის განხლებული ვერსია პირველად გვიჩვენა. დასავლეთ სანაპიროზე პრემიერის ჩატარებას მარკეტინგული გათვლა ჰქონდა - ამ ტიპის ავტომობილების გაყიდვები ყველა დანარჩენ რეგიონში შემცირებულია, კალიფორნია კი ის ადგილია, სადაც ღია მდიდრულ ავტომობილებს ყველაზე მეტად აფასებენ. და განახლებულ SL-ს იქაური მყიდველის მოსახიბლად ყველაფერი აქვს.
გარდა იმისა, რომ განახლების შემდეგ, ავტომობილმა სახე (რადიატორი, გაეზარდა ჰაერის ამღებები და ფარები) იცვალა, რის შემდეგაც მის იერს აგრესიულობა მოაკლდა, სხვა მხრივაც დაიხვეწა. მაგალითად, გაძლიერდა მისი ძრავები, კომპლექტაციაში შევიდა ახალი ტრანსმისია და გაუმჯობესებული ელექტრონული დამხმარე სისტემები. შუქდიოდური ფარები საბაზო კომპლექტაციაში შევიდა.
როდსტერის საბაზ ვერსია (SL400) ისევ 3.0-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 333-დან 362 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაქსიმალურმა მაბრუნმა მომენტმა კი 500 ნიუტონმეტრს მიაღწია (480-დან). ვერსია SL500 4.7-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 449 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს იძლევა. AMG-ს ვერსიები კი კიდევ უფრო მძლავრია: SL63 AMG-ს 5.5-ლიტრიანი V8, 577 ცხენის ძალას და 900 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, SL65 AMG-ს 6.0-ლიტრიანი V12 კი - 621 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონმეტრს. პირველ ორ შემთხვევაში, ძრავთან წყვილში 9-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი მუშაობს. SL63 AMG-სა და SL65 AMG-ზე კი ტრანსმისია 7-საფეხურიანი ავტომატია.
პირველი ორი ვერსია ადგილიდან ასის აკრეფას 4.9 და 4.3 წამში ასწრებს, რაც მათი წინამორბედების აჩქარებაზე 0.3-0.3 წამით ნაკლებია. მათი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ ნიშნულზეა შეზღუდული. SL63 AMG-ს სტანდარტულ აჩქარებაზე 4.1 წამი ჰყოფნის, ანუ წინამორბედზე 0.1 წამით ნაკლები. SL65 AMG კი ყველაზე ტემპერამენტიანია - ასამდე ასაჩქარებლად 4.0 წამი ჰყოფნის. ორივეს მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ ნიშნულითაა შეზღუდული.
განახლებული როდსტერი, მოდერნიზებულ ადაპტირებად საკიდარზე (ექტივ ბოდი კონტროლ) დგას, რომელსაც მოსახვევების გავლისას გადახრის ჩამხშობი ფუნქცია დაემატა. ეს ფუნქცია მაშინ მუშაობს, როცა ავტომობილის სიჩქარე 15-დან 180 კმ/სთ-მდეა. ასევე დაიხვეწა ფუნქცია „დაინემიკ სელექტი“, რომელიც ტრანსმისიის, საკიდარის და საჭის მექანიზმის პარამეტრებს, მართვის სტილის შესაბამისად აკორექტირებს. მას ხუთი რეჟიმი ექნება, რომელთაგან ყველაზე ექსტრემალურია „სპორტ პლუსი“ და იდეალურად სწორ გზებზე მოძრაობისას მუშაობს.

No comments:

Post a Comment