დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 18, 2015

„ფორდი“ ავტონომიურ ავტომობილებს Mსიტიში გამოსცდის

Ford to test autonomous vehicles at Mcity
18 ნოემბერი
„ფორდ მოტორ კომპანი“ თავისი ავტონომიური ექსპერიმენტული ავტომობილების ტესტირებას ეგრეთ წოდებულ Mსიტიში გააგრძელებს, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი, ქალაქის ერთგვარი სიმულატორია და სპეციალურად, სწორედ ავტონომიური ტექნოლოგიების ტესტირებისთვისაა განკუთვნილი.
ცისფერი ოვალი, რომელიც ავტონომიური ტექნოლოგიებით აღჭურვილ ავტომობილებზე, უკვე ათ წელზე მეტია, რაც მუშაობს, გახდება პირველი ავტომწარმოებელი, რომელიც ამ ხელოვნურ, სატესტო ქალაქს გამოიყენებს. Mსიტის 32 აკრი ფართობი უკავია (დაახლოებით 13 ჰექტარი) და მასში ყველაფერია, რაც ქალაქს ახასიათებს. ოღონდ, შენობები მხოლოდ ფასადების სახით არსებობს. რაც მთავარია, ქალაქში არის ზუსტად ისეთი საგზაო ინფრაქტრუქტურა, როგორსაც ჩვეულებრივ, დიდსა თუ პატარა ქალაქებში შეხვდებით.
Mსიტიში „ფორდი“ თავის ყველაზე დახვეწილსა და განვითარებულ ავტონომიურ ავტომობილს გამოსცდის, რომელიც სედან „ფიუჟნის" ჰიბრიდული ვერსიის ბაზაზეა დამზადებული. მის ეკიპირებაში შედის მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიები, რომლებიც მოიცავს წინ მიმართულ კამერებს, რადარს, ულტრაბგერით სენსორებს, ოთხ LiDAR სენსორს, რომლებიც რეალურ დროში, ავტომობილის ირგვლივ არსებული გარემოს 3D გამოსახულებას ქმნიან.
როგორც მიჩიგანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რაიან ოსტისი ამბობს, Mსიტი არის მასშტაბირებული ქალაქი და დასახლებული პუნქტი, სადაც ტესტირებისას ყოველი გავლილი მილი, საერთო სარგებლობის გზებზე 10, 100 და 1000 მილის გავლის სიმულაციასაც კი იძლევა. ამასთან, ამ სატესტო ქალაქში არაერთი რთული სიტუაციის სიმულირება, სრულიად უხიფათო სიტუაციაშია შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment