დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 18, 2015

„ბენტლი“ მომცრო უგზოობის და სპორტულ მოდელებსაც გამოუშებს

Report Says Bentley Confirms Smaller SUV And Sports Car
18 ნოემბერი
რამდენიმე თვის წინ პირველად გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბენტლი“ ან „ბენტაიგაზე“ მომცრო უგზოობის მოდელის გამოშვებას გეგმავს, ან პატარა სპორტული ავტომობილისას. მაშინ ბრიტანულ კომპანიას არჩევანი ჰქონდა გასაკეთებელი. ახლახანს კი გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორივე ავტომობილის წარმოება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ ავრცელებს.
„ბენტლის“ გადაწყვეტილება გასაგებია. ჯერ ერთი, „ბენტაიგაზე“ გამოსვლისთანავე ნამდვილი ბუმია. ბუნებრივია, მოთხოვნა იქნება უფრო პატარა SUV-ზეც და ამ შანსის ხელიდან გაშვება კომპანიას არ სურს. მეორე მხრივ, კონცეპტუალურ სპორტქარ „EXP 10 სპიდ 6-ზე“ მეტისმეტად კარგი გამოხმაურება აქვს მიღებული იმისათვის, რომ ეს პროექტი თაროზე შემოსადებად გაიმეტოს. როგორც „ავტოქარი“ იუწყება, „ბენტლიმ“ ორივე პროექტს მწვანე შუქი აუნთო.
მიუხედავად იმისა, რომ პოტენციურ მყიდველს პირველ რიგში, კუპეს შეძენა სურს, ბაზარზე პირველი მაინც უგზოობის ავტომობილი გამოვა. თავისი ზომებით ის „პორშეს“ მოდელებს - „კაიენსა“ და „მაკანს“ შორის მოექცევა. რაც მთავარია, ავტომობილი ბაზარზე დაახლოებით სამი წლის შემდეგ გამოვა. ბრიტანული გამოცემა გვაუწყებს, რომ ახალი ავტომობილი 6.0-ლიტრიანი W12 ძრავით და V8 დიზელით აღიჭურვება.
როგორც „ბენტლის“ საინჟინრო შტოს დირექტორი როლფ ფრეხი ამბობს, უგზოობის მოდელის პროექტის დიზაინის მხარე უკვე შემუშავებულია და დაიწყო საინჟინრო პროექტირების ეტაპი. თუმცა პროექტისთვის „ფოლკსვაგენს“ ჯერ მწვანე შუქი არ აუნთია. განხილვის მოლოდინშია „EXP 10 სპიდ 6-ის“ პროექტი.

No comments:

Post a Comment