დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 4, 2015

ახალი „დისქავერი“ დებიუტისთვის ემზადება

 New Land Rover Discovery 2016: latest details and exclusive pics
4 ნოემბერი
იმ დროს, როდესაც „ლენდ როვერი“ თავის ლეგენდარულ მოდელ „დიფენდერის“ წარმოების დასრულებას უახლოვდება და წარმოებისთვის ახალს ამზადებს, მისი ინჟინრები ასევე უახლეს „დისქავერიზეც“ მუშაობენ, ავტომობილზე, რომელმაც ჯერაც ძალიან პოპულარული, მეოთხე თაობის სეხნია უნდა შეცვალოს და რომელიც ბაზარზე ახალ „დიფენდერზე“ ადრე გამოვა. კერძოდ, ეს მომავალი წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. კერძოდ კი პარიზის, ან ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე.

ცნობილია, რომ ახალ „დისქავერის“ ექნება უფრო ფართო ინტერიერი. ამასთან, ის უკეთ ივლის ასფალტიან და უასფალტო გზებსაც. აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიებით. და აუცილებლად, ის წინამორბედზე მდიდრულად გაწყობილიც წარსდგება მომხმარებლის წინაშე. ამ ავტომობილის შემქმნელების წინაშე უზარმაზარი გამოწვევაა. ჯერ ერთი, ავტომობილმა უნდა მიიღოს ესტაფეტა წინა ოთხი უახლესი ავტომობილისგან (რეინჯ როვერ ევოუკი, რეინჯ როვერი, რეინჯ როვერ სპორტი და დისქავერი სპორტი), რომლებმაც სწრაფად მოახერხეს პოპულარობის მოპოვება. მეორეც, ეს იქნება „ლენდ როვერის“ მეორე, „დისქავერის“ ოჯახის ფლაგმანი.
„დისქავერის“ ოჯახის დევიზი დასვენებაა. მასში შემავალი ავტომობილების საერთო თვისება, სწორედ დასვენებას უნდა პასუხობდეს. ის უნდა იყოს კომფორტულიც და იმავდროულად, ადვილად უნდა ახერხებდეს ცუდ გზებზე გადაადგილებას. ამ ოჯახის პირველი წევრი - „დისქავერი სპორტი“ შარშან გავიცანთ, პარიზის მოტორ შოუზე. მეორე თავად „დისქავერი“ იქნება. მესამეს შესახებ კი ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, ის პირველ ორზე, ასევე „ევოუკზე“ პატარა უნდა იყოს.
თავისი სტილით, ახალი „დისქავერი“ ახლოს იქნება „დისქავერი სპორტთან“. ის კონცეპტ „დისქავერი ვიჟნის“ (ფოტოზე - რომელიც პირველად ნიუ იორკის შარშანდლ მოტორ შოუზე ვიხილეთ) მსგავსი უნდა იყოს. ერთი რამის თქმა ახლავე შეიძლება - მის გარეგნობაზე გავლენას აეროდინამიკა იქონიებს. კერძოდ, შეიცვლება ძველი „დისკოს“ ბრტყელი და ვერტიკალური ცხვირი, რომელსაც უფრო რბილი და მომრგვალებული ფორმა ჩაანაცვლებს, როგორც „დისქავერი სპორტზეა“. თუმცა, სილუეტი ამავე ავტომობილთან შედარებით უფრო უხეში ექნება.

ჯერჯერობით არაა ინფორმაცია ძრავებზე. თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ის ოთხცილინდრიანი, 2.0-ლიტრიანი დიზელის და სერია ინჯენიუმის ძრავებით აღიჭურვება. მომავალში გამაში ჰიბრიდული აგრეგატიც შევა, რომელშიც შიდაწვის ძრავის გარდა, ელექტრო ძრავიც იმუშავებს. ასევე შესაძლებელია, რომ გამაშ უფრო დიდლიტრაჟიანი ძრავებიც შევიდეს. მათ შორის, „იაგუარის“ მექანიკურდამჭირხნიანი 3.0-ლიტრიანი V6-ით.

No comments:

Post a Comment