დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 10, 2015

ყოფილი სტიგი: „მუსტანგი“ საუკეთესო ავტომობილია ტრიუკებისთვის

Ford Mustang Crowned ‘Ultimate Stunt Car’ By Former Stig Ben Collins
10 ნოემბერი
პოპულარულ სარელევიზიო გადაცემა „ტოპ გიარის“ ყოფილი სტიგი, ბენ კოლინზი თვლის, რომ ტრიუკებისთვის საუკეთესო ავტომობილი, ახალი თაობის „ფორდ მუსტანგია“. ცისფერი ოვალის მასკლ ქარმა მონაწილეობა მიიღო კოლინზის მიერ ჩატარებულ ტესტ სერიაში, რომელიც მან ვიდეო ჩანაწერის სახით გამოაქვეყნა. „მუსტანგმა“ სპორტულ და სარბოლ ავტომობილებთან სხვადასხვა სახის შეჯიბრისას, საუკეთესო შედეგები აჩვენა.
„ჩვენი ახალი თავგადასავლის მიზანი ის იყო, რომ გვეპოვნა შესაფერისი ავტომობილი მაღალი ოქტანობის ეპოსისთვის, ჰოლივუდის სტილის დევნის სცენებისთვის. და აღმოჩნდა, რომ ასეთი ავტომობილის მოთხოვნებს ყველაზე მეტად, „ფორდ მუსტანგი“ აკმაყოფილებს. გასული 50 წლის განმავლობაში, ამ ავტომობილმა დაამტკიცა, რომ ტრიუკებისთვის საუკეთესო იარაღია და ცუდი ბიჭები დამწვარი ბორბლებს კვამლში არაერთხელ დაუტოვებია“, - ამბობს კოლინზი.
ბენ კოლინზს არაერთ ფილმში მიუღია მონაწილეობა ტრიუკების შემსრულებლის როლში. მან შეასრულა დაუვიწყარი ტრიუკები ჯეიმს ბონდის ფილმში „მოწყალების კვანტუმი“, „სპექტრსა“ და „თავისუფალ ვარდნაში“, ასევე „ბნელი რაინდის აღზევებაში“ და „შეუსრულებელი მისია - განდევნილთა ტომში“.

No comments:

Post a Comment