დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 30, 2015

„მაკლარენმა“ ბატონს ამერიკაში იმედები გაუცრუა

McLaren "nowhere as fast" as expected – Button
30 ოქტომბერი
ჯენსონ ბატონი ამბობს, რომ ოსტინის რბოლაში „მაკლარენის“ მანქანისგან გაცილებით მეტს ელოდა. არადა, ბრიტანელმა პილოტმა რბოლა მეექვსე ადგილზე დაასრულა, რაც ამ სეზონში მისი საუკეთესო შედეგია. მასაც და ფერნანდო ალონსოსაც იმედი ჰქონდათ, რომ ტრასის კონფიგურაცია და ამინდი, მათ მაღალი ადგილების შანსს აძლევდა.
ორივეს ამ სეზონში საუკეთესო რბოლა სწორედ ტექსასში ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, ბატონი თავისი მანქანის სიჩქარით უკმაყოფილო დარჩა: „ჩვენი სიჩქარე იმასთან ახლოსაც არ იყო, რასაც ველოდით. ამას ვერ ვიტყვი იმავე „ტორო როსოზე“, რომელიც ძალიან სწრაფი იყო, იმაზე სწრაფი, ვიდრე ველოდი. განსაკუთრებით საშუალო და სწრაფ მოსახვევებში. მეგონა, რომ ჩვენ უფრო სწრაფები ვიქნებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ჰოდა, ახლა ის უნდა გავარკვიოთ, რატომ მოხდა ასე. ძნელი რბოლა იყო, თუმცა ჩემი მეექვსე ადგილით მაინც კმაყოფილი ვარ. რაც გვქონდა, ის ძალიან კარგად გამოვიყენეთ. და მაინც, მანქანის სიჩქარე არ იყო შესაბამისი“.
ალონსოს სტარტზე, პირველივე მოსახვევში ინციდენტი ჰქონდა - დატრიალდა, მაგრამ შუა რბოლაში მეხუთე იყო, თუმცა მისმა ძრავმა სიმძლავრე დაკარგა და საბოლოოდ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რბოლა უქულოდ დაასრულა. ამის მიუხედავად, ესპანელმა განაცხადა, რომ თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა ჩაატარა.
„რბოლა მეხუთე ადგილზე უნდა დამესრულებინა და ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა იქნებოდა. და მე მაინც ვფიქრობ, რომ მაინც ასეა. მაგრამ სამწუხაროდ, ეს ქულებით არ დაფასდა. იმედია, ასევე კარგად გამოვალ იმ სამ რბოლაში, რომლებიც სეზონის დასრულებამდე დაგვრჩა“, - განაცხადა ალონსომ.

No comments:

Post a Comment