დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 16, 2015

„ფორდ ფოკუს RS-ის“ პრემიერა ფრანკფურტში

Ford Focus RS Does 0-100 KM/H In 4.7 Seconds, Hits 266 KM/H
16 სექტემბერი
უფრო სწორედ, მისი ტექნიკური მახასიათებლების პრემიერა, რადგან ცისფერმა ოვალმა ეს ავტომობილი პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარმოგვიდგინა, სადაც ძრავის სიმძლავრე და ავტომობილის შესაძლებლობები არ გაგვიმხილა. მიზეზი მარტივი იყო, აგრეგატის სრულყოფაზე მუშაობა მაშინ ჯერაც გრძელდებოდა. ფრანკფურტში კი ამერიკულმა კომპანიამ სიამაყით გვამცნო, რომ მის ყველაზე ტემპერამენტიან ჰეჩბეკს, რომელიც „ფორდ პერფორმენსის“ მიერაა მომზადებული, ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.7 წამი ჰყოფნის.
ავტომობილი აღჭურვილია სერია ეკობუსტის 2.3-იტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 350 ცხენის ძალას (6800 ბრ/წთ-ზე) და 440 ნიუტონმეტრს (2000-4500 ბრ/წთ-ს დიაპაზონში) გამოიმუშავებს. მკვეთრი აჩქარებისას ირთვება ფუნქცია „ოვერბუსტი“, რომლის წყალობითაც, მომენტი სულ რაღაც 15 წამით, 470 ნიუტონმეტრამდე იზრდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 266 კმ/სთ-ს აღწევს.
„ფოკუს RS-ი“ პირველად აღიჭურვა სისტემა ლონჩ კონტროლით. მის გამოსაყენებლად, მძღოლმა ჯერ მენიუში „ლონჩ კონტროლის“ ფუნქცია უნდა დააყენოს, გადაცემათა კოლოფს პირველ საფეხურზე გადართავს, ბოლომდე დააწვება აქსელერატორს და აუშვებს გადაბმულობის სატერფულს. ამ დროს, სისტემა მომენტს ოთხივე წამყვან ბორბალს შორის ისე გადაანაწილებს, რომ მათი ადგილზე მოსრიალება გამორიცხოს. ამ დროსვე, ტურბინა მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობს (ოვერბუსტი - ზედმეტი ჩაბერვა), ლონჩ კონტროლი კი საქმეში ტრექშნ კონტროლის სისტემასაც რთავს.
„ფოკუს RS-ის“ კიდევ ერთი სიახლეა სრულ ამძრავიანი ტრანსმისია, რომელიც „ფორდ პერდორმენსმა“ შეიმუშავა. ის ორ, ელექტრონიკით მართვად გადაბმულობის კომპლექტს იყენებს, რათა წინა და უკანა ბორბლებს შორის მომენტი ოპტიმალურად გადაანაწილოს. ამასთან, მომენტს უკანა ბორბლებს შორისაც საჭიროებისამებრ აბალანსებს.

სრულ ამძრავიან სისტემას ოთხ განსხვავებულ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. ესენია ნორმალი, სპორტი, ტრეკი და სპეციალური რეჟიმი დრიფტი, რომელსაც მყიდველის სურვილის შემთხვევაში ამატებენ. ამ რეჟიმების შერჩევისას, ელექტრონიკა ავტომატურად მომართავს არამხოლოდ ტრანსმისიას, არამედ საკიდარსაც, სტაბილურობის ელექტრონულ კონტროლსაც, საჭის სისტემას, ძრავის რეჟიმებს და გამონაბოლქვის ხმასაც კი.

„ფოკუს RS-ს“ ზაარლუისის (გერმანია) ქარხანა გამოუშვებს. ევროპაში მისი მიწოდება მომავალი წლიდან დაიწყება. შეკვეთების მიღება კი უკვე დაწყებულია. გერმანიაში საწყისი ფასი 39 000 ევროა.

No comments:

Post a Comment