დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 16, 2015

მექსიკის ტრეკის ბოლო მოსახვევს მენსელის სახელი უწოდეს

Mexico names final corner after Mansell
16 სექტემბერი
ამ მოსახვევის სრულ, პარაბოლური ფორმის ვერსიას ადრე პერალტადა ერქვა. ის ძალიან სწრაფი და სახიფათო იყო, რის გამოც, მექსიკური დიდი პრიზის მასპინძელი ტრეკის (რომელიც ძმებ როდრიგესების სახელობისაა) მფლობელებმა, მისი გადაკეთება გადაწყვიტეს. პერალტადას ადგილას სტადიონის მსგავსი სეგმენტი გაჩნდა, სადაც დიდი ტრიბუნებიც დადგეს. ამ ტრიბუნებს შორის გადის ტრასის ბოლო მონაკვეთი, რომელიც სწორედ მენსელის სახელობის მოსახვევით დასრულდება. ეს მოსხვევი, პერალტადას მეორე ნახევარსაც მოიცავს და პილოტებს სტარტ-ფინიშის სწორზე გაიყვანს.
მენსელს მექსიკურ ტრეკთან დაუვიწყარი მოგონებები აკავშირებს. ჯერ ერთი, 1990 წლის რბოლის მიწურულს, სწორედ პერალტადას დახრილ მოსახვევში, თავისი „ფერარით“ გერჰარდ ბერგერს (მაკლარენი) გარე რადიუსით გაასწრო და მაყურებლები აღაფრთოვანა. რაც მთავარია, მეორე ადგილი დაიკავა (პირველზე მისი თანაგუნდელი ალენ პროსტი გავიდა). მეორეც, 1992 წლის რბოლაში, რომელიც მექსიკისთვის ჯერჯერობით ფ1-ის ბოლო რბოლაა, „უილაიმსით“ გამარჯვება მოიპოვა (ფოტოზე იმ რბოლის კვარცხლბეკზე, ახალბედა მიხაელ შუმახერთან ერთად ზეიმობს).
„როცა გავიგე, რომ ახალ მოსახვევს ჩემი სახელი უწოდეს, ძალიან გამიხარდა. აღფრთოვანებული დავრჩი. და ამ ამბავმა ძველი ისტორია გამახსენა, რომელიც ამ ტრეკზე გადამხდა. გერჰარდ ბერგერის ამ მოსახვევში გასწრებას არავინ ელოდა. თანაც „ფერარელ“ თანაგუნდელ ალენ პროსტის უკან, მეორეზე გავედი. არ მჯერა, რომ ეს 25 წლის წინათ იყო. და 23 წელი გავიდა ამ ტრეკზე გამართული ბოლო რბოლიდან, რომელიც მე მოივიგე. კარგად დავათვალიერე, რაც ორგანზატორებმა ამ მოსახვევში გააკეთეს და მოუთმენლად ველი რბოლას“, - განაცხადა მენსელმა.

No comments:

Post a Comment