დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 5, 2015

ჰამილტონის 12-დან 11 პოული

Motor racing-Hamilton takes 11th pole in 12 races
5 სექტემბერი
ლუის ჰამილტონმა ამ სეზონში 12 კვალიფიკაციიდან 11 კი მოიგო, მაგრამ მონცას ტრეკზე მისული ათეულობით ათასი ტიფოზი, იტალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ, მაინც კმაყოფილი დარჩა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „ფერარის“ ორივე პილოტი, „მერსედესის“ პილოტებს შორის ჩადგა - კიმი რაიკონენმა და სებასტიან ფეტელმა მეორე და მესამე ადგილები დაისაკუთრეს. და ეს მაშინ, როცა „მერსედესმა“ იტალიაში გაუმჯობესებული ძრავი ჩაიტანა.
ჰამილტონის პოულებს დავუბრუნდეთ. გარდა იმისა, რომ 12-დან 11 პოული (კარიერაში 49-ე) აიღო, ეს მისი ზედიზედ მე-7 მოგებული კვალიფიკაციაცაა. „მერსედესისთვის“ კი ზედიზედ 23-ე პოულია. ერთიც და სამქიმიანები „უილიამსის“ 1992-93 წლების მიღწევას გაიმეორებენ. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როსბერგმა კვალიფიკაციაზე ძველი ძრავით იასპარეზა.
ნარბოლევს ჰამილტონმა „ფერარის“ პილოტები შეაქო, თავის პოულზე კი თქვა, სპაზე უკეთესი კვალიფიკაცია მქონდაო. მოქმედ ჩემპიონს მხოლოდ 0.234 წამით ჩამორჩა რაიკონენი, რომელმაც როგორც იქნა, შეძლო კვალიფიკაციაზე თანაგუნდელის ჯობნა. რაც შეეხება ფეტელს, მას ლეგენდარული სტირლინგ მოსის მიღწევის გამეორება შეუძლია. ეს კი ნიშნავს, რომ მონცაზე „ფერარის“ ბოლიდითაც“ უნდა გაიმარჯვოს და ამ შემთხვევაში, ამ უძველეს ავტოდრომზე, სამი სხვადასხვა გუნდის მანქანით შეძლებს გამარჯვებას.
სხვათა შორის, კვალიფიკაციას „ფიატ კრაისლერის“ და „დაიმლერის“ მთავარი აღმასრულებლები, სერჯო მარკიონე და დიტერ ცეტშე დაესწრნენ. და ორივე კმაყოფილი დარჩა. მარკიონემ განსაკუთრებით რაიკონენის შედეგი აღნიშნა - როგორც ჩანს, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ტვირთი მოეხსნა და სულ სხვა კიმი ვიხილეთო.
ათეულშ კვლავ „ფორს ინდიას“ ორივე პილოტი შევიდა. მაგრამ სამწუხაროდ, ნიკო ჰულკენბერგს პირველი სწრაფი წრის შემდეგ, ძრავი ჩაუქვრა. სამაგიეროდ, „რენო“ სრულად ჩაფლავდა - ათეულშ მისი ძრავით მოასპარეზე ვერცერთმა პილოტმა ვერ შეაღწია. უფრო მეტიც, დანიელ რიკარდოს ახალი ძრავი დაუყენეს, მაგრამ ამან სულ რამდენიმე წუთს იმუშავა და დაზიანდა. ამიტომ ავსტრალიელმა კვალიფიკაციის მეორე ნაწილში დროც ვერ დააფიქსირა.

იტალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:23.397
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:23.631
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:23.685
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:23.703
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:23.940
6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:24.127
7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:24.626
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:25.054
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:25.317
10. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:26.214
- - - - - - - - - -
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:24.525
12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:24.898
13. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 1:25.618
14. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                      1:25.796
15. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          დროის გარეშე
- - - - - - - - - -
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:26.058
17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:26.154
18. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:27.731
19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:27.912
20. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           დროის გარეშე

No comments:

Post a Comment