დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 14, 2015

დიეტა ავტონომიური „აუდი RS7’სთვის“

Audi Put the RS7 Autonomous Prototype On a Diet, It Lost 400 Kg
14 ივლისი
„აუდი“ ინტენსიურად მუშაობს უპილოტო ავტომობილის ტექნოლოგიებზე. მათ გამოსაცდელად, შესაბამისი სისტემებით, RS7 აღჭურვა, რომელსაც სხვადასხვა პირობებში უტარდება ტესტები. ახლახანს კი გერმანულმა კომპანიამ მას განახლება ჩაუტარა, რის შედეგადაც პროტოტიპმა წონაში დაახლოებით 400 კილოგრამი დაიკლო. შეიცვალა ავტომობილის გაფორმებაც.
თუ ადრე მისი ძირითადი ფერი თეთრი იყო, რომელთანაც შავი ზოლების კომბინაცია იყო შეხამებული, ამჯერად ავტომობილი მუქ წითელში გამოაწყვეს, რომელთანაც კვლავ შავია შეხამებული. გარდა ამისა, სიახლეებია როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერშიც. და რა თქმა უნდა, სრულყოფის პროცესი გაიარა ელექტრონულმა სისტემებმა.
„ოთხი რგოლი“ არ აკონკრეტებს, რის ხარჯზე მიაღწია ასეთ მნიშვნელოვან დიეტას. სამაგიეროდ, თავისი ავტონომიური ავტომობილის ახალ ვერსიას „რობი“ უწოდა (პირველს ბობი ჰქვია). სახელის შეცვლის და წონაში კლების მიუხედავად, არ შეცვლილა ძრავი. ესაა ისევ 4.0-ლიტრიანი V8, რომელიც 560 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
შემცირებული წონის წყალობით, უპილოტო ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სიმსუბუქის წყალობით, თუ „რობის“ მართვას ადამიანი გადაწყვეტს, მას უფრო მკვეთრად დამუხრუჭების, ზუსტი მართვის და ტემპერამენტიანი აჩქარების საშუალება მიეცემა. ავტონომიურ რეჟიმში, ელექტრონიკა აკონტროლებს „რობის“ საჭეს, ტრანსმისიას, მუხრუჭებს და რა თქმა უნდა, აქსელერატორს. ამ ავტომობილმა ასეთი ეკიპირებით, სონომას (შტატი კალიფორნია) ტრეკის ერთი წრე, რომლის სიგრძეც 4.05 კილომეტრია, 2 წუთსა და 1.01 წამში გაიარა.

ცნობისათვის, „აუდის“ პირველმა სატესტო უპილოტო ავტომობილმა, რომელიც A7-ის ბაზაზეა შექმნილი და მეტსახელად „ჯეკი“ შეარქვეს, იანვარში კალიფორნიიდან საერთო სარგებლობის გზებით, ლას ვეგასში ჩავიდა, სადაც საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით, ის გერმანულ ავტობანზეც გამოსცადეს, სადაც მაქსიმალურმა სიჩქარემ 130 კმ/სთ-ს მიაღწია.

No comments:

Post a Comment