დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 14, 2015

ბილ ფორდი სტივენ სპილბერგისგან ჯილდოს მიიღებს

Bill Ford To Receive Humanitarian Award From Steven Spielberg
14 ივლისი
სახელოვანი კინორეჟისორი და პროდიუსერი სტივენ სპილბერგი, კაცობრიობის ელჩის საპატიო ჯილდოს გადასცემს „ფორდ მოტორის“ აღმასრულებელ თავმჯდომარე ბილ ფორდს (ფოტოზე). ეს ჯილდო სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის შოას ფონდის მიერაა დაარსებული, რომლის ერთ-ერთი თანადამაარსებელიც თავად სპილბერგია. ორგანიზაციის გალა ცერემონია 10 სექტემბერს გაიმართება და ფორდსაც იქ დააჯილდოებენ.
სპილბერგმა შოას ფონდი 1994 წელს ჩამოაყალიბა. მისი მიზანი, ჰოლოკოსტისა და სხვა გენოციდების შესახებ, სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება და ამ თემებზე საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარებაა. 1997 წელს კომპანია „ფორდი“ ერთადრთი სპონსორი იყო „ენბისიზე“ სპილბერგის ფილმ „შინდლერის სიის“ ჩვენებისა, რომელიც რეჟისორმა 1993 წელს შექმნა და რომელიც სწორედ ჰოლოკოსტს ეხება.
ბილ ფორდი შვილთაშვილია „ფორდ მოტორის“ დამაარსებელ ჰენრი ფორდის, ვინც თავისი ანტისემიტისტური შეხედულებებით იყო ცნობილი. ის გამოსცემდა გაზეთ „დირბორნ ინდეპენდენტს“, რომელიც სწორედ ანტისემიტური პუბლიკაციებით იყო ცნობილი. სწორედ ჰენრი ფორდმა გამოსცა და გაავრცელა ანტისემიტური ტექსტი „საერთაშორისო ებრაელობა“.
ბილ ფორდმა სპილბერგის ფონდის აღიარება იმის გამო დაიმსახურა, რომ მან დააფინანსა „ფონდის“ მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელმაც დეტროიტში მცხოვრები, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანებისგან, მათი ისტორიები ჩაიწერა და დააარქივა.

No comments:

Post a Comment