დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, July 13, 2015

კოსმოსური ტექნოლოგია „ფორდ მუსტანგ GT350R’ის“ ბორბლებისთვის

Ford Uses Space Tech To Build Mustang GT350R’s Carbon Wheels
13 ივლისი
„ფორდმა“ ახალი „შელბი მუსტანგ GT350R’ის“ შესახებ ინფორმაციის მორიგი ულუფა გამოაქვეყნა. ამჯერად ამერიკული კომპანია გვამცნობს, რომ ეს იქნება მსოფლიოში პირველი სერიული ავტომობილი, რომელიც კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებულ ბორბლებზე დადგება. ამ მასალისგან დამზადებულ ბორბლებს თავის თავის სუპერ ავტომობილებზე „კიონგსეგი“ იყენებს. ასევე რამდენიმე სატუნინგო ატელიე სთავაზობს თავის კლიენტებს. მაგრამ მასობრივ წარმოებაში ჯერ ასეთი რამ არავის გამოუყენებია.
ამ საქმეში კი „ფორდს“ პარტნიორობას მისი ავსტრალიელი პარტნიორი, „კარბონ რევოლუშნი“ უწევს. სწორედ ეს კომპანია აწარმოებს „შელბი მუსტანგ GT350R’ის“ კარბონის ბორბლებს, რომლებსაც მყიდველს სტანდარტულ კომპლექტაციაში შესთავაზებენ. ასეთი ბორბლების უპირატესობა ისაა, რომ მსუბუქი და მტკიცეა და რაც ძალიან სპორტული ავტომობილისთვის მნიშვნელოვანია, ამცირებს ეგრეთ წოდებულ დაურესორებელ წონას და ბრუნვით ინერციას. ეს ყველაფერი კი აუმჯობესებს ავტომობილის მართვას და დინამიკურ მახასიათებლებს.
ალუმინის ბორბლებთან შედარებით, „შელბი მუსტანგ GT350R’ის“ კარბონის ბორბლები დაახლოებით ორჯერ ნაკლებს იწონის. კერძოდ, მისი წონა 8.1 კილოგრამია, როცა ალუმინის ბორბლების წონა 15 კილოგრამს აღწევს. გარდა იმისა, რომ მათი დახმარებით დაურესორებელი წონა მცირდება, ავტომობილიც საგრძნობლად მსუბუქდება.
და ამით არ სრულდება ახალი ბორბლების დადებითი თვისებები. საქმე ისაა, რომ მძლავრი სამუხრუჭე სისტემა, ინტენსიურად მუშაობისას 900 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება. ამისათვის კი ბორბლის ზედაპირი სპეციალური კერამიკული ფენით იფარება. ასეთ მასალას აქამდ მხოლოდ აეროკოსმოსურ წარმოებასა და ფორმულა 1-ში იყენებდნენ. „კერამიკული შრით ბორბლის შიდა ნაწილი იფარება, რისთვისაც ეგრეთ წოდებულ პლაზმურ-თაღოვანი გაფრქვევის ტექნოლოგიას იყენებენ. გარდა ამისა, „ფორდმა“ დანერგა ბორბლების სპეციალური ფენით დაფარვის ტექნოლოგია, რომელიც საბურავებს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და გზის მარილოვანი ნაწილაკებისგან იცავს.
გარდა ამისა, ყოველ ბორბალს აქვს საკუთარი ჩიპი, რომელიც ბორბლის სტრუქტურაშია განლაგებული. წარმოების პროცესში, „კარბონ რევოლუშნი“ ბორბლებს 61 სხვადასხვა სახის შემოწმებას უტარებს, რა დროსაც, 246 000-ზე მეტი წერტილიდან ღებულობს ინფორმაციას. მიღებული მონაცემების ანალიზის შედგად, ბორბალი წარმოების პროცესშივე გადის ხარისხის კონტროლს და მის ვარგისიანობას კომპიუტერი აფასებს.

No comments:

Post a Comment