დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 12, 2015

ედრიან ნიუი „რედ ბულის“ საგზაო ავტომობილზე მუშაობს

Adrian Newey working on Red Bull road car with Aston Martin
12 ივლისი
ამ საქმეში, ავსტრიულ კომპანიას და ფორმულა 1-ის ლეგენდარულ ინჟინერს, პარტნიორობას „ასტონ მარტინი“ გაუწევს. მათი ერთობლივი პროექტით, სატრეკო სუპერ ავტომობილი შეიქმნება, რომელმაც კონკურენცია „მაკლარენ P1 GTR-ს“ და „ფერარი FXX K-ს“ უნდა გაუწიოს. ახალი სუპერ ავტომობილის პრემიერის სავარაუდო დრო, 2018 წელია.
აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ფორმულა 1-ში „რედ ბულისა“ და „ასტონ მარტინის“ შესაძლო პარტნიორობის შესახებ. ავსტრიულ გუნდს ამგვარად „მერსედესის“ ძრავების მიღების იმედი აქვს - გერმანული კომპანია „ასტონ მარტინის“ აქციების 5 პროცენტის მფლობელია. ამავე ინფორმაციით, „ასტონ მარტინის“ და „რედ ბულ ტექნოლოჯიზის“ თანამშრომლობის მთავარი პირობა, პროექტში ედრიან ნიუის მონაწილეობაა.
ორივე შემთხვევაში, სუპერ ავტომობილიც და „რედ ბულ რეისინგის“ სარბოლო ბოლიდც „მერსედესის“ ძრავებით აღიჭურვება. სამქიმიანები თავიანთ ახალ პარტნიორებს ელექტრონულ სისტემებსაც მიაწვდიან. ამ ეტაპზე, „ასტონ მარტინი“ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ცნობილია, რომ „რედ ბულ რეისინგი“ უკმაყოფილოა ძრავების ახლანდელი მიმწოდებლის და თავისი დიდი ხნის პარტნიორის, „რენოს“ აგრეგატის შესაძლებლობებით. ამასთან, ავსტრიული კომპანიის მოტორსპორტის საქმეთა მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ აღიარა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს „ასტონ მარტინთან“, ოღონდ მისი თემა ფ1-ს არ ეხება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუის საგზაო სუპერ ავტომობილზე მუშაობა თითქმის ერთი წლის დაწყებული აქვს. პროექტში „ასტონ მარტინის“ ინჟინერთა ჯგუფიც ჩართულია, ოღონდ ამ ეტაპზე მხოლოდ საპილოტო პროექტი ხორციელდება. სავარაუდოდ, პირველ პროტოტიპს აეროდინამიკური ტესტებიც უტარდება. სხვათა შორის, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „რედ ბულ რეისინგის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ნიუი საგზაო ავტომობილის პროექტშია ჩართული და „რედ ბული“ ადრე თუ გვიან, საგზაო ავტომობილს გამოუშვებს.
ნიუის პროექტი ერთობლივია „რედ ბულ ტექნოლოჯიზსა“ და „ასტონ მარტინს“ შორის. სახელოვან ინჟინერს სურს, რომ გააკეთოს ისეთივე სუპერ ავტომობილი, როგორიც თავის დროზე, ფ1-ის სხვა სახელოვანმა ინჟინერმა, გორდონ მარიმ შექმნა „მაკლარენ F1-ის“ სახით. ახალი სუპერ ავტომობილი ბაზისი იქნება იმ ორი ავტომობილისა, რომლებსაც „რედ ბული“ და „ასტონ მარტინი“ საკუთარი სახელით გამოუშვებენ.

No comments:

Post a Comment