დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 15, 2015

„ფორდ მუსტანგი“ კოსმოსურ პროგრამა „აპოლოს“ სახელზე

Apollo Program-Themed Mustang Built For 2015 EAA AirVenture
15 ივლისი
„ფორდს“ ერთი ტრადიცია აქვს - ყოველწლიურად მონაწილეობს ავიამოყვარულთა ფესტივალ „EAA ეარ ვენჩურზე“, რომელსაც შტატ ვისკონსინის ქალაქი ოშკოში მასპინძლობს. ამერიკული კომპანია ფესტივალისთვის ყოველთვის ამზადებს „მუსტანგის“ სპეციალურ ვერსიებს, ამერიკის ავიაკოსმოსური ინდუსტრიის გამორჩეულ მოვლენებს ეძღვნება. ვერსია ყოველთვის ერთჯერადია და ის აუქციონზე იყიდება, რომლიდან შემოსული თანხაც, მომავალი პილოტების (პროგრამა იანგ იგლზ) მომზადებას ხმარდება.
ცისფერი ოვალი ოშკოშის ფესტივალს უკვე 16 წელია, სპონსორობს (ექსკლუზიურად) და „მუსტანგის“ მერვე სპეც ვერსია გამოაქვს აუქციონზე. ახალი ავტომობილი, შეერთებული შტატების კოსმოსურ პროგრამა „აპოლოს“ ეძღვნება და მას მეტსახელად ასეც ჰქვია - „მუსტანგ აპოლო ედიშნ“. მის შემუშავებას დიზაინერი მელვინ ბეტანკური ხელმძღვანელობდა. მისმა გუნდმა ავტომობილი ახალი, ზორბა სპლიტერით, დიფუზორით და მოლდინგებით აღჭურვა. ეს ყველაფერი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. და რაც მთავარია, ავტომობილი „აპოლოს“ სტილში გააფორმა.
„აპოლოს“ თემა სალონშიც იგრძნობა. კერძოდ, მის უკანა ნაწილს ამშვენებს პროგრამა „აპოლოს“ ყველა პილოტირებადი კოსმოსური ფრენის ემბლემა. გარდა ამისა, ახლებურად გაფორმდა მაჩვენებლების დაფა, გადაცემათა კოლოფის გადამრთველი ბერკეტი, ზღურბლები. დაბოლოს, ავტომობილს უკანა სავარძლები ამოაცალეს.
ვერსია „აპოლო“, „მუსტანგის“ მოდიფიკაცია GT-ს ბაზაზე დამზადდა. ამ ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 5.0-ლიტრიანი V8 ძრავი ანიჭებს, რომელიც მექანიკური დამჭირხნით აღჭურვეს. ამის წყალობით, მისი სიმძლავრე, 435-დან 627 ცხენის ძალამდე გაიზარდა. გარდა ამისა, დაადაბლეს კლირენსი, დააყენეს „ბრემბოს“ მუხრუჭები და „ფორჯატოს“ წარმოების 21-დუიმიანი ბორბლები. ასევე შეიცვალა გამოსაბოლქვი სისტემა.

No comments:

Post a Comment