დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 13, 2015

პატრიკ ჰედს რაინდის წოდება მიენიჭა

Sir Patrick Head joins Frank Williams with knighthood
13 ივნისი
ფორმულა ერთის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინჟინერს, „უილიამსის“ თანადამაარსებელსა და თანამფლობელს, მის ყოფილ ტექნიკურ დირექტორს, 69 წლის პატრიკ ჰედს, ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთის იუბილეზე, რაინდის წოდება მიანიჭეს.
ამგვარად, „უილიამსის“ ორივე დამაარსებელი - ფრენკ უილიამსი და ჰედი (ფოტოზე ერთად) ბრიტანული სამეფოს რაინდებად იწოდებიან და ამის აღსანიშნად, მათს სახელებს რაინდის წოდების აღმნიშვნელი სერ დაამშვენებს. მათ გარდა, ამ საპატიო წოდებას ასევე ატარებენ სახელოვანი მრბოლები - სერ სტირლინგ მოსი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სერ ჯეკი სტიუარტი.
„ჩემი სახელი შეიძლება კარზე უფრო მაღლაა მიწერილი, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ გუნდ „უილიამსის“ შექმნა და მიღწევები, გუნდური გარჯის შედეგია. გუნდის თანადამაარსებელი პატრიკ ჰედი ინჟინერიის გენიოსია, რომელმაც ჩვენ პატარა დამწყები გუნდიდან, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულების მომგებ ძალად გადაგვაქცია“, - ამბობს ფრენკ უილიამსი და დასძენს:
„მისმა საინჟინრო ნიჭმა დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ ბრიტანეთი მსოფლიო მოტორსპორტში წამყვან ძალად გადაიქცა. ამის შედეგები კი ახლაც სახეზეა როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ჯილდო მან სრულად დაიმსახურა იმ წვლილისათვის, რაც ბრიტანული ინჟინერიისა და მოტორსპორტის განვითარებაში აქვს შეტანილი“.
ფრენკ უილიამსმა და პატრიკ ჰედმა ფ1-ის გუნდი „უილიამს გრან პრი ენჯინიარინგი“ 1977 წელს ჩამოაყალიბეს. ფრენკს თავისი გუნდ ადრეც ჰქონდა შექმნილი, მაგრამ ის ნავთობმაგნატ ვალტერ ვოლფის გუნდმა შთანთქა.

No comments:

Post a Comment