დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 13, 2015

AMG ელექტრო დამჭირხნების გამოყენებას აპირებს

Report Says AMG Will Use Electric Supercharger In The Future
13 ივნისი
არაა გამორიცხული, რომ მალე „მერსედეს-ბენცის“ ქვე-ბრენდმა AMG-მ, თავის ძრავებზე ელექტრო დამჭირხნების გამოყენება დაიწყოს. მსგავს გადაწყვეტაზე არაერთი კომპანია უკვე ატარებს ექსპერიმენტებს და როგორც ჩანს, ფერხულში AMG-ც ჩაერთვება. ამ ინფორმაციას, ბრიტანული გამოცემა „ავტო ექსპრესი“ ავრცელებს.
ამგვარი კომპრესორების გამოყენებით, ავტომწარმოებლები ძრავის ფასის შემცირებას აპირებენ. იმავდროულად, ელექტრო კომპრესორი მაღალი წარმადობისაა და შესაბამისად, ძრავის მაღალ სიმძლავრეს განაპირობებს. როგორც AMG-ს ინკოგნიტო წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, ჩაბერვის ელექტრიფიკაცია სულაც არ ნიშნავს, რომ მისი კომპანია ელექტრო ძრავების გამოყენებასაც გეგმავს.
სხვათა შორის, მსგავს ტურბინებს უკვე იყენებენ ფორმულა ერთში და ავტოსპორტის სხვა სახეობებში. ტექნოლოგია ახალია და ძვირი და სანამ სერიულ წარმოებაში დაინერგება, აუცილებელია, რომ მისი ფასიც მისაღები იყოს.
ჯერ ძნელი სათქმელია, სამქიმიანების რომელი ავტომობილი მიიღებს პირველი ახალი ტიპის ტურბინას. შესაძლოა, ეს იყოს შემდეგი თაობის A-კლასი, ან ის მოდელი, რომელსაც 2017 წლისთვის განახლება ელის.

No comments:

Post a Comment