დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 3, 2015

„სუზუკი“ ახალ „ვიტარას“ თავის ევროპელ ბესტ სელერად ხედავს

Suzuki sees Vitara as its best-seller in Europe
3 ივნისი
„სუზუკი“ მოელის, რომ ახალი „ვიტარა“ მალე ევროპაში მისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდება. ამას კი უგზოობის ავტომობილის დახვეწილი გარეგნობა, ფართო სალონი და საწვავის ეკონომიური მოხმარება განაპირობებს. დაკიდევ, ეს ავტომობილი უერთდება უგზობის სუბკომპაქტური ავტომობილების სეგმენტს, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება.
თავისი გლუვი ფორმებით და ინდივიდუალიზაციის მაღალი დონით, ახალი „ვიტარა“ ძირეულად განსხვავდება მისი წინამორბედებისგან, რომლებიც უხეში, ყველგანმავლისთვის დამახასიათებელი გარეგნობით გამოირჩეოდნენ. ეს არის ავტომობილი, რომელმაც ყველგანმავლის თვისებებიც შეინარჩუნა და იმავდროულად, საქალაქო ავტომობილისთვის შესაფერისად კომფორტულიც გახდა.
როგორც „სუზუკის“ ევროპული შტოს მარკეტინგის მენეჯერი შტეფან გუნდელახი ამბობს, ახალი „ვიტარა“ მის კომპანიას იმ გეგმის შესრულებაში დაეხმარება, რომელიც 2017 წლამდე გაყიდვების 300 000 ერთეულამდე გაზრდას ითვალისწინებს. შედარებისთვის, 2013 წელს იაპონურმა კომპანიამ ძველ კონტინენტზე დაახლოებით 200 000 ავტომობილი გაჰყიდა. გეგმის შესაბამისად, ევროპის ბაზარზე წლიურად 70 000 „ვიტარა“ უნდა გაიყიდოს.
ევროპის ბაზარზე შარშან „სუზუკის“ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სტატუსი სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „სვიფტს“ ეკუთვნოდა, რომელიც „JATO დაინემიკსის“ ინფორმაციით, 49 842 ცალი გაიყიდა. ძველ „ვიტარას“ და „გრანდ ვიტარას“ კი მხოლოდ 6 105 მყიდველი ჰყავდა. ახალი „ვიტარა“ სწორედ ამ ორ ავტომობილს ცვლის. ის „გრანდ ვიტარაზე“ 130 მილიმეტრით მოკლე (4175 მილიმეტრი) კი არის, მაგრამ ინტერიერის მოცულობა მისი ტოლი აქვს.
ბენზინის ძრავით აღჭურვილი და წინა ამძრავიანი ახალი „ვიტარა“ მხოლოდ 1075 კილოგრამს იწონის და ამგვარად, თავის კლასში ყველაზე მსუბუქი ავტომობილია. ის ბენზინის და დიზელის 1.6-ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვება. ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური ვერსია, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 106 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

No comments:

Post a Comment