დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 2, 2015

ახალი „ოპელ ასტრა“ - უფრო მსუბუქი, კოხტა და ინოვაციური

Lean, Stylish, Innovative: The New Opel Astra – Fit for Fun
2 ივნისი
„ოპელი“ კომპაქტურ კლასში 1936 წლიდანაა. ამ დროის განმავლობაში, ამ კლასის 10 თაობის 24 მილიონი „კადეტი“ და „ასტრა“ გამოუშვა. და მალე ბაზარზე მე-11 თაობის „ასტრას“ გამოუშვებს, რომელიც მყიდველს კოხტა გარეგნობით, ახალი, მძლავრი და ეფექტური ძრავებით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით მიიზიდავს, რომლების მიზანიც, მართვის გამარტივების და კომფორტის გაუმჯობესების გარდა, უსაფრთხო და იაფი ექსპლუატაციის უზრუნველყოფაცაა.
„ოპელის“ ახალი ბესტ სელერი სრულიად ახალ, მსუბუქ მზიდ სტრუქტურაზეა აგებული, რომელიც მხოლოდ უახლესი ძრავებით აღიჭურვა. მის ეკიპირებაში კი ის სისტემები შევიდა, რომლებსაც ჩვეულებრივ, უფრო მაღალი კლასის ავტომობილებზე თუ ნახავთ. დაიხვეწა ავტომობილის დიზაინი, რომელიც მას ასევე უფრო მაღალ სეგმენტთან აახლოებს. ამასთან, ახალი „ასტრა“ უფრო კომპაქტური და იმავდროულად, ათლეტურიცაა. მოკლედ, ეს ავტომობილი, კომპაქტურ კლასში ახალ, უფრო მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს.
ამ ავტომობილზე მუშაობისას, ინჟინრებმა მისაბაძად კონცეპტუალური „მონცა“ გამოიყენეს, რომელიც ყველა მიმართულებით, თავისი ეფექტურობითაა გამორჩეული. ავტომობილზე მუშაობისას, კონსტრუქციის ყოველი კომპონენტის შემუშავების მთავარი კრიტერიუმი, წონის შემცირება იყო. ამის შედგად, ავტომობილმა წონაში 120-200 კილოგრამი დაიკლო (კომპლექტაციის შესაბამისად). ყველაზე მნიშვნელოვანი კლება „ასტრას“ მზიდ სტრუქტურაში აქვს, რომელმმაც 357-დან 280 კილოგრამამდე დაიკლო. ამას ინჟინრებმა მტკიცე და ზემტკიცე ფოლადის ინტენსიური გამოყენებით მიაღწიეს. გარდა ამისა, გამოიყენს კომპაქტური სუბჩარჩოები და მსუბუქი ღერძები.
ახალი ასტრას სიგრძე 4370 მილიმეტრია, ანუ 50 მილიმეტრით მოკლეა წინამორბედზე. სიმაღლე 26 მილიმეტრით, 1460 მილიმეტრამდე შემცირდა. 20 მილიმეტრით არის შემცირებული ბორბლებს შორის ბაზა, „ოპელი“ ირწმუნება, რომ მაგრამ ამის მიუხედავად, სალონში სივრცე მაინც გაიზარდა. კერძოდ, 35 მილიმეტრით არის გაზრდილი უკანა მგზავრებისთვის განკუთვნილი სივრცე. შესაბამისად, გაიზარდა მანძილი წინა და უკანა სავარძლებს შორის. გარე გაბარიტების შემცირებამ, უფრო დახვეწილ ფორმებთან ერთად, აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტის 0.30-მდე შემცირება უზრუნველყო, რაც შესაბამისად, საწვავის ხარჯს ამცირებს.
ძრავების გამაში ბენზინის და დიზელის ძრავები შედის, რომელთა სიმძლავრეც 95-დან 200 ცხენის ძალამდეა. ამათგან დზელის აგრეგატების მუშა მოცულობა მხოლოდ 1.6 ლიტრია და მათგან ყველაზე სუსტი 95 ცხენის ძალას იძლევა. რაც შეეხება ბენზინზე მომუშავე აგრეგატებს, მათი მუშა მოცულობა 1.0, 1.4 და 1.6 ლიტრია. პირველი ორი ეკოტეკის ოჯახს მიეკუთვნება. ამათგან ლიტრიანი აგრეგატი სამცილინდრიანია, მას საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემა და ტურბინა ემსახურება, რომელთა დახმარებითაც, 105 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 1.4-ლიტრიანი აგრეგატი ალუმინისაა და ისიც ეკოტეკის ოჯახს მიეკუთვნება. შესაბამისად, უშუალო შეფრქვევის სისტემა და ტურბო ემსახურება და მისი სიმძლავრე 145 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 250 ნიუტონმეტრია. ამასთან, მაქსიმალურ ძალას, მუხლა ლილვის 1800-4000 ბრ/წთ დიაპაზონში იძლევა.
ახალი „ასტრას“ კიდევ ერთი გამორჩეული მხარე, მისი წინა ფარებია (ინტელილუქს). თითოეული თხევადკრისტალური ელემენტების მატრიცული სისტემაა და მათში საერთო ჯამში, 16 ცალი ელემენტია გაერთიანებული. მისი თვისება ისაა, რომ საგზაო სიტუაციიდან გამომდინარე, ავტომატურად და მუდმივად ცვლის შუქის სხივის სიგრძეს და ინტენსივობას. ამაშ იკი მას წინა კამერა „ოპელ აი“ ეხმარება. როგორც კი ავტომობილი დასახლებულ გარემოს დატოვებს, ფარების ავტომატური სისტემა ამას მაშინვე აფიქსირებს და აქტიურდება. 80 კმ/სთ სიჩქარეზე, ამ ფარების დახმარებით, მძღლი გზის გვერდზე არსებულ სიტუაციას 30-40 მეტრით ადრე აფიქსირებს. ეს კი რეაქციისთვის 1.5 წამით მეტ დროს უტოვებს, ვიდრე ჰალოგენური, ან ქსენონის ფარების შემთხვევაში. გარდა ამისა, ფარები შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლებსაც იცავს ზედმეტი შუქით გამოწვეული სიბრმავისგან. ამაში მას კამერა „ოპელ აი“ ეხმარება.
ახალი „ასტრა“ ასევე აღჭურვილია კავშირის პერსონალური და დამხმარე სისტემა „ონსტარით“, რომელიც უსაფრთხოების და კომფორტის სისტემების მთელ გამას გთავაზობთ. ის მოიცავს 4G მობილური კავშირის ფუნქციასაც. სალონში ცენტრალური უკავია ინფოტაინმენტ სისტემა „ინტელილინკს“ და მის სენსორულ ეკრანს. ის „ანდროიდ ავტოსა“ და „ეპლ ქარპლეი“ სისტემებთან თავსებადია. გარდა ამისა, ახალი „ასტრას“ ეკიპირებაში, უსაფრთხოებისა და დამხმარე სისტემების მთელი კომპლექტი შედის.

მე-11 თაობის „ოპელ ასტრას“ მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე, სექტემბერში გაიმართება.

No comments:

Post a Comment