დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 20, 2015

„ფორდ GT-ს“ 700 ცხენი მოემსახურება

2017 Ford GT Will Reportedly Pack At Least 700HP
20 მაისი
როდესაც „ფორდმა“ დეტროიტის მოტორ შოუზე სრულიად ახალი სუპერ ავტომობილი GT წარადგინა, მაშინ გამოაცხადა, რომ ავტომობილის ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს მოკრძალებული განაცხადი იყო, რადგან ახლახანს, ამერიკულმა კომპანიამ ამ ავტომობილის 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6-ის განსხვავებული მახასიათებლები გამოაქვეყნა.
ეს ძრავი ეკობუსტის ოჯახიდანაა, რომელსაც დგუშისა და მრუდმხარას ისეთივე ზომები (92.6 მმ x 86.7 მმ) აქვს, როგორიც „ფორდის“ არაერთი სერიული მსუბუქი ავტომობილის და პიკაპის, ასევე „რუშ იატსის“ სარბოლო პროტოტიპის ძრავებს. ძრავის გარდა, ცისფერმა ოვალმა ახალი GT-ს სხვა თავისებურებათა შესახებაც გვიამბო.
მაგალითად ის, რომ „ფორდ პერფორმენსის“ ინჟინრები ამ ეტაპზე ორი ტიპის ბორბლებს ტესტავენ. მათგან ერთი კარბონის ბოჭკოს კომპოზიტითაა დამზადებული, მეორე კი ნაჭედი ალუმინით. ასევე ტესტირებას გადის ბორბლების ხუთ და ერთქანჩიანი სამაგრები. უკვე გადაწყვეტილია, რომ ავტომობილი „ბრემბოს“ მუხრუჭებით აღიჭურვება, რომლებზეც კარბონ-კერამიკულ დისკოებს გამოიყენებენ.
ახალი GT ოთხ რეჟიმში იმუშავებს. ესენია ნორმალი, სპორტი, ტრეკი და სველი გზის რეჟიმები. გარდა ამისა, ავტომობილს აქტიური აეროდინამიკური ელემენტები და ცვალებადი მახასიათებლების მქონე ამორტიზატორები ემსახურება. მათი წყალობით GT-ს კარგი ჩაჭიდება აქვს, რასაც ასევე სტაბილურობის კონრტოლის სისტემაც უზრუნველყოფს. საერთო ჯამში, ავტომობილის აღჭურვილობაში 50-ზე მეტი სენსორი და 28 ცალი მიკროპროცესორია, რომლებსაც წამში 300 მეგაბაიტზე მეტი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლია.
სუპერ ავტომობილის სივრცულ სტრუქტურას და ძარის ელემენტებს, კომპანია „მულტიმატიკ მოტორსპორტსი“ დაამზადებს. სწორედ ამ კომპანიამ დაამზადა იგივე ელემენტები „ასტონ მარტინის“ სუპერ ავტომობილ „ვან-77-სთვის“, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ მხოლოდ 77 ცალი გამოუშვა.

„ფორდი“ ახალი GT მიწოდებას მომავალი წლის ბოლოს დაიწყებს. თითოეული ავტომობილის ფასი 400 000 დოლარი იქნება. წლიური წარმოება არ უნდა იყოს 250 ცალზე მეტი, სულ კი ცისფერი ოვალი მხოლოდ 1000 ცალი GT-ს გამოშვებას გეგმავს.

No comments:

Post a Comment