Jaguar Land Rover reports rise in sales, margins
and investment
29 მაისი
მართალია, „იაგუარ ლენდ როვერის“ გაყიდვების ზრდის
ტემპი ოდნავ შენელდა, მაგრამ ბრიტანულმა კომპანიის მოგება და მოგების მარჟა კვლავ
იზრდება. ეს კი მას უფრო მეტი ინვესტიციის საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც, იზრდბა
მის სამოდლო გამაში შემავალი ავტომობილების რიცხვი. გარდა ამისა, კომპანია ახალი
ამწყობი ქარხნების მშენებლობას აგრძელებს.
გასული ფინანსური წლის (მარტიდან მარტამდე)
განმავლობაში. „იაგუარ ლენდ როვერმა“ მთელს მსოფლიოში 462 209 ავტომობილი გაჰყიდა,
რაც 27 898 ერთეულით (დაახლოებით 5 პროცენტი) მეტია წინა წლის გაყიდვების მაჩვენებელზე.
ცნობისათვის, 2013-14 წლების გაყიდვების მაჩვენებელი, წინა წლისაზე 17 პროცენტით
მეტი იყო.
გაყიდვების ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად, მნიშვნელოვნად
გაიზარდა შემოსავალი და მოგება. კერძოდ, შემოსავალმა 4.13 მილიარდ გირვანქა
სტერლინგი შეადგინა, რაც 18 პროცენტიან ზრდას ნიშნავს. ამის მთავარი მიზეზი, უფრო
ძვირადღირებული ავტომობილების - „რეინჯ როვერ სპორტისა“ (ფოტოზე) და „იაგუარ F-ტაიპის“
გაყიდვების ზრდის შედეგია. ამავე მიზეზით, გაზრდილია მოგების მარჟა, რამაც 18.9
პროცენტს მიაღწია. ეს კი გაცილებით მეტია კონკურენტ „პორშეს“ მოგების მარჟაზე (15.8%)
და თითქმის ორჯერ მეტია გერმანული პრემიუმ სამეულის შესაბამის მაჩვენებელზე.
სუფთა მოგებამ 113 მილიონი გირვანქა სტერლინგი
შეადგინა, რაც თითქოს შთამბეჭდავი მაჩვენებელი არაა, მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ
ხდება საინვესტიციო თანხების ნაწილის დაბრუნება. გარდა ამისა, კომპანიის სუფთა
მოგების შემცირება, სავალუტო კურსებს შორის მკვეთრმა მერყეობამაც იმოქმედა.
პარალელურად, ბოლო საფინანსო წლის განმავლობაში, რეკორდულ დონეს (3.15 მილიარდ
გირვანქა სტერლინგს) მიაღწია ინვესტიციამ, რასაც შედეგად სამოდელო გამის და წარმოების
გაფართოება, ასევე უახლეს სერია „ინჯენიუმის“ ძრავების წარმოება მოჰყვება.
აღნიშნული ინვესტიცია მოხმარდა „იაგუარ F-პეისის“, „რეინჯ
როვერ გრანდ ევოუკის“, ასევე ახალი „ლენდ როვერ დიფენდერის“ და ახალი „ლენდ როვერ დისქავერის“
შემუშავებას. ეს ავტომობილები მალე შეავსებენ ბრიტანული კომპანიის გამას.
No comments:
Post a Comment