დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 1, 2015

სრულიად ახალი „ფორდ ტორასი“

All-New 2016 Ford Taurus Previewed ahead of Shanghai Auto Show Debut
1 მაისი
„ფორდმა“ თავისი უახლესი „ტორასის“ პრემიერა შანჰაის ავტო შოუზე ჩაატარა, რომლის დასრულებისთანავეც, სედანი ჩინურ ბაზარზე შევიდა. ცისფერმა ოვალმა ახალი „ტორასის“ პრეზენტაციისას, მას „ჩინეთისთვის განკუთვნილი ახალი პრემიუმ სედანი“ უწოდა. ის დიდი ზომის „ფიუჟნს“ მოგაგონებთ - აქვს მისი მსგავსი პროფილი და რადატორის ცხაური.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ტორასი“ ჩინურ ბაზარზე შევიდა და სწორედ ამიტომ, „ფორდმა“ ცისქვეშეთისთვის სპეციალურად მოამზადა ახალი სედანი. სხვა თუ არაფერი, ეს ქვეყანა მსოფლიოში უდიდესი საავტომობილო ბაზარი გახდა და იქ კარგი გაყიდვები, არამხოლოდ მოდელის, არამედ მთლიანად კომპანიის გაყიდვებზე დადებითად მოქმედებს.
 რადიატორის ცხაურს ტრაპეციის ფორმა აქვს და მის შიგნით, ხუთი ქრომირებული ჰორიზონტალური ზოლია მოთავსებული. რადიატორის ორივე კიდეში ვიწრო, წაგრძელებული, თხევადკრისტალური ფარები განლაგდა. მათ გასწვრივ, ბამპერის ქვეშ, ასევე თხევადკრისტალური სანისლე ფარები დგას. უკანა ფარებიც თხევადკრისტალურია და რამდენიმე სეგმენტისგან შედგება. მათ ერთმანეთთან ქრომირებული ზოლი აკავშირებს. ბამპერის ქვეშ, ორივე კიდეში, ორი გამოსაბოლქვი ოთხკუთხა მილი განთავსდა. ახალი „ტორასი“19-დუიმიანი ბორბლები განლაგდა, რომლებსაც 10-10 წკირი ამშვენებს.
 ახალი სედანი სოლიდური გაბარიტებითაც გამოირჩევა. მისი სიგრძე 5 000 მილიმეტრია, ბორბლებს შორის ბაზა კი - 2 950 მილიმეტრი. ასეთი გრძელი ბაზის წყალობით, სალონი, განსაკუთრებით კი მისი უკანა ნაწილი, ძალიან ფართო და კომფორტულია. სალონში სხვადასხვა ზომის შესანახი სეგმენტია. ჭიქის სადგამები კი ისეთია, რომ სხვადასხვა ზომის ჭიქებს და ბოთლებს აფიქსირებს.
რადგან ჩინეთის ბაზარზე, ამ კლასის სეგმენტის ავტომობილებზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, სალონის უკანა ნაწილის კომფორტია, „ფორდმაც“ ამ გარემოებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. გარდა იმისა, რომ სავარძლებს ყველანაირი სარეგულირებლები აქვს, მის მგზავრებს ასევე ინფოტაინმენტ სისტემის მართვის პანელებსაც ჩააბარებენ. ამგვარად, ისინი თავად შეძლებენ სხვადასხვა ფუნქციის და სისტემის მართვას. სალონის გასაწყობად რბოლი და გამძლე მასალები გამოიყენეს, რომლებთანაც ხის და ქრომირებული დეტალებია შეხამებული. ოპციის სახით, მყიდველს სრულად პანორამულ სახურავსაც შესთავაზებენ.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას სერია ეკობუსტის, წყვილ ტურბოიანი 2.7-ლიტრიანი V6 ძრავი ანიჭებს, რომლის მახასიათებლებიც „ფორდს“ ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ახალ „ტორასს“ ჩინეთის ქალაქ ჰანჟუში აშენებული, „ჩანგან ფორდის“ უახლესი ქარხან აწარმოებს. ეს ცისფერი ოვალის მეექვსე ქარხანაა ცისქვეშეთში. მასზე ამერიკულმა კომპანიამ და მისმა ჩინელმა პარტნიორმა 760 მილიონი დოლარი დახარჯეს. ქარხნის წლიური წარმადობა 250 000 ავტომობილია.

No comments:

Post a Comment