დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 30, 2015

„სუზუკის“ ორი კონცეპტი შანჰაიში

Suzuki iM-4 Concept – Auto Shanghai
Suzuki iK-2 Concept – Auto Shanghai
28 აპრილი
ისევე როგორც ჟენევის მოტორ შოუზე, „სუზუკიმ“ შანჰაის ავტო შოუზეც ორი კონცეპტუალური ავტომობილი - უგზოობის პატარა iM-4 და კომპაქტური ჰეჩბეკი iK-2 წარადგინა. ორივე ავტომობილი იმითაცაა საინტერესო, რომ მათ იაპონური კომპანია მალე სერიულად გამოუშვებს. მათგან პირველი კი, ახალი თაობის „ჯიმნი“ გახდება.
iM-4 სრულიად ახალ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც „სუზუკი“ თავისი სხვა მოდელებისთვისაც გამოიყენებს. კონცეპტის სიგრძე მხოლოდ 3693 მილიმეტრია. ის მაღალი კლირენსით და სრულ ამძრავიანი სისტემით გამოირჩევა. მის სერიულ ვერსიას (ჯიმნის) სწრაფად მზარდ სეგმენტში მოუწევს კონკურენციის გაძლება.
ამ ავტომობილს მამოძრავებელი ძალით, სერია დუალჯეტის 1.2-ლიტრიანი ძრავი ამარაგებს, რომელიც ეკონომიურიცაა და აქსელერატორზე მყისიერი რეაგირებითაც გამოირჩევა. კონცეპტი ასევე მუხრუჭების ენერგიის აღდგენის სისტემითაცაა აღჭურვილი, რაც მის საწვავის ხარჯს ამცირებს. იაპონური კომპანია ჯერ მის მახასიათებლებს არ აქვეყნებს.
iM-4-ის სტილი, კონცეპტუალურ „შთაგონების ფორმის“ თემის შესაბამისადაა შემუშავებული. შთაგონების წყარო, რა თქმა უნდა, „ჯიმნია“, თუმცა მან სპარტანული შესახედაობა დაკარგა და უფრო თანამედროვე და ნაკლებად აგრესიული გახდა. მას ძალიან მოკლე გადმონაშვერები აქვს, რაც მაღალ კლირენსთან ერთად, ავტომობილის კარგ გამავლობას უზრუნველყოფს. ავტომობილს დიდრონი წინა და უკანა ფარებიც გამოარჩევს.
iM-4-ის გაბარიტებია: სიგრძე 3693 მილიმეტრი, სიგანე 1709 მილიმეტრი, სიმაღლე 1566 მილიმეტრი. ამასთან, ის თავის სიგრძესთან შედარებით, ბორბლებს შორის მოგრძო ბაზითაც გამოირჩევა, რომლის სიგრძეც 2438 მილიმეტრია. კონცეპტი 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 215/45R18 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
iM-4-ის გაბარიტებია: სიგრძე 3 693 მილიმეტრი, სიგანე 1 709 მილიმეტრი, სიმაღლე 1566 მილიმეტრი. ამასთან, ის თავის სიგრძესთან შედარებით, ბორბლებს შორის მოგრძო ბაზითაც გამოირჩევა, რომლის სიგრძეც 2 438 მილიმეტრია. კონცეპტი 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 215/45R18 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
რაც შეეხება ჰეჩბეკ iK-2-ს, ამ ავტომობილს ძალიან კონკურენტული გარემო ელის ევროპული ბაზრის B სეგმენტში. ეს გახდება „სუზუკის“ პირველი ავტომობილი, რომელიც უახლეს, სერია ბუსტერჯეტის 1.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით აღიჭურვება. ეს აგრეგატი, ტურბინის და საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემის წყალობით, შესაშური მახასიათებლებით გამოირჩევა. ის არის მძლავრი და ძალიან ეკონომიური. ის იმითაცაა საინტერესო, რომ მის სტრუქტურაში ინტეგრირებულია სტარტერ გენერატორი.
ჰეჩბეკიც სრულიად ახალ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც იაპონური კომპანია თავის სხვა მოდელებზეც გამოიყენებს. iK-2 გარეგნულად სერიულ ავტომობილს მოგაგონბთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ბაზარზე მალე გამოვა. მისი სიგრძე 4 023 მილიმეტრია, სიგანე 1 920 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1 450 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზის სიგრძე 2 520 მილიმეტრია.

No comments:

Post a Comment