დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 27, 2015

პრობლმების მიუხედავად, ჰამილტონი მაინც უსწრაფესია

Motor racing-Hamilton fastest despite engine issues
27 მარტი
მაინც იმიტომ, რომ პირველი თავისუფალი პრაქტიკა, ძრავის გაუმართაობის გამო გაუცდა. მაგრამ მექანიკოსებმა დროულად მოასწრეს პრობლემის (მართვის ელექტრონულმა პროგრამამ აურია) გამოსწორება და მოქმედ ჩემპიონს, თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მისცეს. პელოტონში ის ერთადერთი პილოტია, ვინც სეპანგის ერთი წრის წუთსა და 40 წამზე ნაკლებში გავლა შეძლო.
ორივე პრაქტიკაზე ცხრილის მეორე საფეხური კიმი რაიკონენმა დაიკავა, ვინც ბოლო წლებში აქ იშვიათად ჩანს და ამ გალვებით, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ფერარი“ ისევ მებრძოლი ძალა ხდება. თანაც, მეორე სესიაზე, ლამის ნიკო როსბერგის წინა სესიის საუკეთესო დროც კი გადაფარა. ყველამ იცის, რომ პრაქტიკაზე კარგი დროის ჩვენება არაფერია, მაგრამ სტიმულს მაინც იძლევა...
კარგად იასპარეზე სებასტიან ფეტელმაც, ვისაც პირველ სესიაზე მესამე საუკეთესო დრო ჰქონდა. მაგრამ მეორე სესიაზე, როცა თავის საუკეთესო (ძალიან სწრაფ წრეზე) იყო, შეცდომა დაუშვა და დატრიალდა. საბოლოოდ, პირველი სესიის დრო კი გააუმჯობესა, მაგრამ მეორე სესია მაინც მხოლოდ მე-7 ადგილზე დაასრულა. შეცდომას ვერც როსბერგი გადაურჩა და ისიც თავის სწრაფ წრეზე შეცდა, როცა ჰამილტონის ჩამოქვეითება სცადა.
ამ სეზონში დებიუტი ჰქონდა ფერნანდო ალონსოს, ვისაც მეორე სესიაზე, პიტლეინის შესასვლელთან შეცდომა მოუვიდა. თუმცა სერიოზულ ინციდენტს გადაურჩა. ისიც და მისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონიც ჯერჯერობით პელოტონის ბოლოში არიან. თუმცა, ამ ეტაპზე „მაკლარენ-ჰონდასგან“ მეტს მაინც არავინ ელის.
ტრასაზე კვლავ გამოჩნდა „მენორი“, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, აშკარა აუტსაიდერია - სახელდახელოდ გადაკეთებული გასული სეზონის მანქანა უფრო მეტს ვერც გაქაჩავდა.
მიუხედავად თავისი სისწრაფისა, ორივე სესიის განმავლობაში, ჰამილტონი თავისიანებს რადიოთი მუდმივად უჩიოდა, სიჩქარეების ჩამოყრისას პრობლემები მექმნებაო. გარდა ამისა, მას პირველ სესიაზე ტელემეტრიული კავშირიც „დაეკარგა“. მოკლედ, „მერსედესს“ აშკარად მანქანის საიმედობის პრობლემა აქვს.

მალაიზიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:40.124
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:40.497
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:40.985
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:41.543
5. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო)   1:41.596
6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:41.787
7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:41.803
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:41.882
9. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:42.055
10. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:42.064
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:42.103
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:42.567
13. რაფაელე მარსიელო (იტალია, ზაუბერი)                1:42.621
14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:42.885
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:42.893
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:43.054
17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:43.100
18. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:46.686
19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:47.683
20. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         დროის გარეშე

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:39.790
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:40.163
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:40.218
4. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:40.346
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:40.450
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:40.560
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:40.652
8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:41.220
9. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                     1:41.261
10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:41.799
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:41.877
12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:41.988
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:42.242
14. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:42.291
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:42.330
16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)             1:42.506
17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:42.637
18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:42.948
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:45.704
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)         1:47.229

No comments:

Post a Comment