დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 4, 2015

ჰამილტონს W05-ის და W06-ის განსხვავება უჭირს

Lewis Hamilton struggling to tell the difference between the W05 and the W06
4 თებერვალი
ხერესის ტესტების დასრულების შემდეგ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ უჭირს „მერსედესის“ ახალ და შარშანდელ ბოლიდებს შორის განსხვავების დაფიქსირება. ბრიტანელი მრბოლი უპირველესად, ავტომობილის გამძლეობითაა კმაყოფილი და მისი შედარებაც სწორედ ამ ფაქტორს უსვამს ხაზს.
„კიდევ უფრო მეტ წრეზეც არ ვიტყოდით უარს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კვირაში მთავარი ტექნიკის საიმედობა იყო. და ეს ჩვენთვის სიურპრიზი გახდა“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან ერთად, ტესტების ოთხ დღეში, 500 წრეზე მეტის გავლა შეძლო. თუმცა, რაც შეეხება ავტომობილის მართვადობასა და სხვა თვისებებს, ამ მხრივ, ჰამილტონი სხვაობას ვერ ხედავს: „ახალი მანქანა შარშანდელის მსგავსად მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, მე გამიჭირდება განსხვავების დასახელება“.
ტესტებზე სამჯერ საუკეთესო დრო „ფერარის“ ჰქონდა, ერთხელ კი იტალიური ძრავით აღჭურვილ „ზაუბერს“. და თუ ამან როსბერგის „თვალების გაფართოება“ გამოიწვია, ჰამილტონს ეს არც აღელვებს: „მე ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი და მხოლოდ ჩემს საქმეზე ვიყავი მობილიზებული. დარწმუნებული ვარ, ისინი ამას ავზში ნაკლები საწვავით აკეთებდნენ. და მოკლე გარბენები ჰქონდათ. ჩემმა ინჟინერმა მითხრა, რომ მათ კვალიფიკაციის შესაფერისი შემტევი გამოსვლები ჰქონდათ, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია“.
ჰამილტონი დასძენს: „ყოველთვის, როცა ახალ მანქანას პირველად ვმართავ, ის არასდროს მომწონს. ამ დროს მანქანა დაუხვეწავია, საბურავები კი სიგრილეში საჭირო კონდიციამდე ვერ ხურდება. ასეა მაშინაც, როცა ვალენსიაში, ან ბაჰრეინში გვაქვს ტესტები. პირველად არასდროს გაქვს კარგი შეგრძნება. მაგრამ ყოველთვის იცი, რომ ის გაუმჯობესდება, რადგან პირველ ტესტებზე ის ყოველთვის უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე შემდგომში იქნება“.
აღსანიშნავია, რომ ტესტების მეორე  სერიის დროს, რომლებიც ბარსელონში 19 თებერვალს დაიწყება. ამ ტესტებზე გერმანული გუნდი W06-ის მომართვის სამუშაოებს დაიწყებს და რამდენიმე ახალ კომპონენტს გამოსცდის.

No comments:

Post a Comment