დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 5, 2015

მიკ შუმახერი ფ1-ის გზაზე

Schumacher son close to F4 contract – reports
5 თებერვალი
მალე ალბათ მიხაელ შუმახერის ვაჟი ფორმულა ერთის გზას დაადგება. 15 წლის მიკ შუმახერი ამჟამად კარტის მრბოლია, სადაც ფსევდონიმ „მიკ ჯუნიორით“ არის ცნობილი. მალე კი ალბათ დიდი გზის პირველ საფეხურზე - ფორმულა 4-ში ვიხილავთ.
ჰოლანდიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, უმცროსი შუმახერი მალე ალბათ გუნდ „ვან ამერსფოორტის“ ფ4-ის წევრი გახდება. სხვათა შორის, სწორედ „ვან ამერსფოორტის“ ფ3-ის გუნდის წევრი იყო გასულ სეზონში ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი, რომელიც ახალი სეზონიდან, „ტორო როსოს“ საპრიზო პილოტია. საინტერესოა ისიც, რომ ფერსტაპენი ნიკზე მხოლოდ ორი წლით უფროსია.
მიკ შუმახერს (მიხაელმა შვილს მიკი თავისი ყველაზე გამორჩეული მეტოქის, ფინელი მიკა ჰაკინენისადმი პატივისცემის ნიშნად დაარქვა) DTM-ის (გერმანიის ტურინგის ჩემპიონატი) ორგზის ჩემპიონი, ტიმო შაიდერი, ავსტრიულ „შპორტვოხესთან“ საუბრისას ასე ახასიათებს: „ის განსაკუთრებით წვიმისას გამოირჩევა. ამ დროს მიკი გამორჩეულად სწრაფია. როგორც ჩანს, მამის გენები გამოჰყვა“.

No comments:

Post a Comment