დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 9, 2015

„მაკლარენ-ჰონდას“ 29 იანვარს ვნახავთ

McLaren confirms January 29 launch
9 იანვარი
„მაკლარენმა“ დაადასტურა, რომ თავის ახალ ბოლიდს, რომელიც „ჰონდას“ ძრავითაა აღჭურვილი, 29 იანვარს გვიჩვენებს. ის, რომ MP4-30-ის პრეზენტაცია, წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე იგეგმებოდა, ადრეც ცნობილი იყო, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ გამოქვეყნებულა.
მაგრამ ბრიტანულ გუნდს მაინც არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა სახით ჩაატარებს ახალი ბოლიდის წარდგენას. იქნება ეს ტრადიციული მიღება, თუ ბოლო ხანს აპრობირებული ინტერნეტ-ხიდი, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. როგორც წესი, „მაკლარენი“ წარდგენებს საკუთარ შტაბ-ბინაში ატარებს ხოლმე.
ამჟამად გუნდის წინაშე ერთი პრობლემა დგას: საქმე ისაა, რომ ტექნიკურ რეგლამენტში აღმოჩენილი ორაზროვანი განმარტების გამო, „ფერარის“, „რენოს“ და „მერსედესს“ ძრავების მოდიფიცირების საშუალება ექნებათ, „ჰონდას“ კი - არა. იაპონურმა კომპანიამ ეს საკითხი უკვე გააპროტესტა და საერთაშორისო საავტომობილო ფედeრაციასთან (FIA) მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა ეს უფლება მასაც მიეცეს.
ასევე ცნობილია, რომ „მაკლარენს“ ჯერაც არ ჰყავს ტიტულოვანი სპონსორი. უოკინგელები ამას არც ჩქარობენ, რადგან ტიტულოვან სპონსორთან ამ ეტაპზე კონტრაქტის გაფორმება მათთვის ხელსაყრელი არაა. ამის მიზეზი მარტივია - გუნდმა ბოლო რამდენიმე სეზონი უფერულად ჩაატარა და სპონსორთან მსხვილი და მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმება არ გამოუვა.
„მაკლარენის“ შეფი ერიკ ბუიე ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი გუნდისთვის ტიტულოვანი სპონსორის გარეშე ასპარეზობა მაინც მომგებიანი იქნება.

No comments:

Post a Comment