დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 9, 2014

„სუზუკიმ“ იაპონიაში „კიზაშის“ და „გრანდ ვიტარას“ წარმოება შეწყვიტა

Production of Suzuki Kizashi, Grand Vitara comes to an end – Japan
9 დეკემბერი
„სუზუკიმ“ თავისი ორი ავტომობილის, უგზოობის ფლაგმანური „გრანდ ვიტარას“ და სედან „კიზაშის“ იაპონიაში წარმოება შეწყვიტა. მოდელ „ესკუდოს“ (იაპონიის გარეთ მას გრანდ ვიტარას სახელით იცნობენ) ქალაქ ივატას ქარხანა უშვებდა, „კიზაშის“ კი - ქალაქ სეგარას ქარხანა. ეს სედანი სულ ხუთი წელია, რაც ბაზარზეა. „სუზუკიმ“ ის „ჰონდა აკორდთან“ კონკურენციისთვის გამოუშვა.
ამ ორივე მოდელის წარმოების გაჩერება ადრევე დაიგეგმა, რადგან მალე მათ არაპირდაპირი შემცვლელები გამოუჩნდება. „გრანდ ვიტარას“ უფრო პატარა ზომის „ვიტარა“ შეცვლის, რომელიც იაპონურმა კომპანიამ პარიზის მოტორ შოუზე გაგვაცნო. „გრანდ ვიტარასგან“ განსხვავებით, რომელიც ბრტყელ ჩარჩოზეა ბაზირებული, „ვიტარას“ მზიდი სტრუქტურა სივრცულია და შესაბამისად, ის გრეხვითი დატვირთვებისადმი უფრო მედეგია. რაც მთავარია, ახალი „ვიტარას“ მომცრო ზომები და კონსტრუქციული თავისებურებანი, ბაზრის მოთხოვნებმა განაპირობა.
რაც შეეხება „კიზაშის“, ამ ავტომობილმა იაპონური კომპანიის იმედები არ გაამართლა. სიტყვა „კიზაში“ იაპონურად „კარგის ნიშანს“ აღნიშნავს. მაგრამ ბაზარზე პირიქით მოხდა და ის „უიღბლო ავტომობილად“ მონათლეს. მისი შემცვლელი ბაზარზე ცოტა მოგვიანებით გამოვა. და სანამ მას ვიხილავთ, „სუზუკი“ აქცენტს A კლასის „ჩიააზ/ალივიოზე“ აკეთებს, რომელიც „კიზაშიზე“ ორი სეგმენტით „უმცროსია“. ეს ავტომობილი უკვე იყიდება ინდოეთში და აზიის რიგ ქვეყნებში და მალე ევროპის ბაზარზეც შემოვა. სხვათა შორის, „ჩიააზმა“ (Ciaz იწერება და ჩიიაზ გამოითქმის) ინდურ ბაზარზე გამოსვლისთანავე დაჩრდილა თავისი უმთავრესი კონკურენტი - „ჰონდა სიტი“.

No comments:

Post a Comment