დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 9, 2014

„ფოლკსვაგენი“ დეტროიტში ახალ კონცეპტუალურ ქროსოვერს წარადგენს

VW to Debut New Crossover Concept in Detroit
9 დეკემბერი
„ფოლკსვაგენმა“ ახალი კონცეპტუალური ქროსოვერი მოამზადა, რომელსაც დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგენს. ეს ინფორმაცია როიტერსს კომპანიის ორმა წარმომადგენელმა აცნობა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს. მათი თქმით, კონცეპტი ხუთადგილიანია, მაგრამ მისი სერიული ვერსიის სალონში შვიდი სავარძელი მოთავსდება. ამ ავტომობილს გერმანული კომპანიის ჩატანუგას (შტატი ტენესი, აშშ) ქარხანა გამოუშვებს, ბაზარზე კი ის 2016 წელს გამოვა.
ამჟამად „ფოლკსვაგენი“ ამერიკის ბაზარზე უგზოობის მხოლოდ ორ მოდელს (ტიგუანს და ტუარეგს) ჰყიდის. კომპანია ამერიკაში ამ ტიპის ავტომობილების გამის გაფართოებას გეგმავს და ახალი კონცეპტი სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, არა პირველი. ინფორმაციის ორივე წყარო ჯერჯერობით ახალი ავტომობილის სპეციფიკურ დეტალებზე ვერ საუბრობს.
ახალი ქროსოვერი საშუალო ზომისაა და ის კონცეპტ „ქროსბლიუს“ (ფოტოზე) ბაზაზე შემუშავდა, რომელიც ვოლფსბურგელებმა შარშან, იმავე დეტროიტის მოტორ შოუზე გვიჩვენეს. გერმანულმა კომპანიამ შანჰაიში იმავე წელს კიდევ ერთი კონცეპტი - ხუთადგილიანი „ქროსბლიუ კუპე“ გაგვაცნეს, რომელიც სახელიდანაც ჩანს, რომ სპორტული ქროსოვერია. რაც მთავარია, ორივე ავტომობილი მოდულურ პლატფორმა MQB-ზე არის აგებული.

No comments:

Post a Comment