დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 2, 2014

უახლესი „ფორდ ევერესტის“ პრემიერა გუანჯოუში

All-New Ford Everest Off-Road SUV Unveiled
2 დეკემბერი
გუანჯოუს მოტორ შოუზე, „ფორდმა“ სრულიად ახალი უგზოობის მოდელი, შვიდადგილიანი „ევერესტი“ წარადგინა. ავტომობილი პიკაპ „რეინჯერის“ ბაზაზეა შემუშავებული და შესაბამისად, მისივე ჩარჩოს ტიპის შასიზეა აგებული. მას სრულ ამძრავიანი ტრანსმისია და მომენტის აქტიური გამანაწილებელი ემსახურება, რომელიც ბორბლებს შორის მას საჭიროებისამებრ ანაწილებს.
ცისფერი ოვალი „ევერესტს“ 2015 წელს ერთბაშად ცხრა ბაზარზე შეიტანს. მათ შორისაა ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდოეთი და აზია წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები. შემდგომში ამავე ავტომობილის ყიდვას საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც შეძლებენ. უგზოობის ავტომობილს ტაილანდსა და ჩინეთში გამოუშვებენ. ამასთან, ტაილანდში წარმოებული ავტომობილები ინდოეთსა და აზია წყნარი ოკეანის რეგიონში გაიყიდება, ქალაქ ნანჩანის ქარხანაში გამოშვებულები კი - ჩინეთში.
მყიდველს „ევერესტის“ უკანა და სრლ ამძრავიანი ტრანსმისიებით აღჭურვილ ვერსიებს შესთავაზებენ. ეს ბაზრის კონიუნქტურაზეა დამოკიდებული. „ფორდის“ ინფორმაციით, მის ახალ ავტომობილს, თავის კლასში ყველაზე მაღალი კლირენსი აქვს - 225 მილიმეტრი. გარდა ამისა, 800 მილიმეტრის სიღრმის გუბის გადალახვა შეუძლია. ავტომობილის ყველგანმავლის თვისებებს აუმჯობესებს სისტემა „ტერაინ მენეჯმენტი“, რომელიც ოთხი ტიპის გზის საფარის შესაბამისად განსაზღვრულ რეჟიმში მუშაობს. ესენია: ნორმალი, თოვლის/გრუნტის/ბალახის, ქვიშისა და ქვიანი გზის.
ამ რეჟიმების შესაბამისად, აქსელერატორზე რეაქცია, ტრანსმისიის, სრულ ამძრავიანი სისტემის და ტრექშნ კონტროლის მუშაობის მახასიათებლები იცვლება. უგზოობის პირობებში ექსტრემალური მართვის შემთხვევაში, შესაძლებელია გამანაწილებელი კოლოფის გათიშვა. ამ დროს, ტრანსმისია სრულ ამძრავიან რეჟიმში, ძრავის დაბალ ბრუნვებზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი უგზოობის პირობებში მოძრაობაზეა აქცენტირებული, „ევერესტი“ ასევე კომფორტულობით, სტაბილური სვლით და კარგი მართვადობითაც გამოირჩევა.
რაც შეეხება ძრავების გამას, მასში სამი აგრეგატია გაერთიანებული. მათ შორისაა სერია ეკობუსტის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო და ორი დიზელი - სერია დურატორქის 3.2-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი TDCi და ასევე დურატორქის 2.2-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი TDCi. გადაცემათა კოლოფი ორია - 6-საფეხურიანი მექანიკური და 6-საფეხურიანი ავტომატური.

No comments:

Post a Comment