დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 26, 2014

„ფორდი“ ეკობუსტის ძრავების საქარხნო ტუნინგს შემოგთავაზებთ

Ford Racing to Offer EcoBoost Chip Tuning Without Voiding the Warranty of the Vehicle
26 დეკემბერი
საქარხნო ტუნინგი საავტომობილო ინდუსტრიაში გავრცელებული სფეროა. თითქმის ყველა კომპანიას საკუთარი სატუნინგო ქვე ბრენდი ჰყავს, რომლებიც მის ავტომობილებს სრულყოფენ და სპორტულ ხასიათს ანიჭებენ. „ბეემვესთვის“ ასეთია „M პერფორმენს პარტსი“, „მერსედესისთვის“ – „AMG სპორტი“. „ფორდმა“ ახლახანს თავისი ამ პროფილის რამდენიმე შტო, მათ შორის „ფორდ რეისინგი“, ერთ ჭერქვეშ გააერთიანა და „ფორდ პერსორმენსი“ უწოდა.
სწორედ „ფორდ რეისინგმა“ შეიმუშავა ახალი ჩიპი, რომელიც სერია ეკობუსტის ტრურბო ძრავების ტუნინგს საშუალებას იძლევა. ლაპარაკია 1.6-ლიტრიან, 2.0-ლიტრიან და 2.3-ლიტრიან ძრავებზე, რომლებსაც ცისფერი ოვალი „ფიესტაზე“, „ფოკუსზე“ და უკვე „მუსტანგზეც“ იყენებს. ჩიპი და საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა სულ რაღაც, 595 დოლარი ეღირება და მისი გამოყენების შემთხვევაში, ავტომობილს საგარანტიო პირობები შეუნარჩუნდება.
ახალი მოწყობილობის დახმარებით, „ფორდ ფოკუს ST-ს“ 2.0-ლიტრიანი ძრავის მომენტი 122 ნიუტონმეტრით იზრდება. „მუსტანგის“ 2.3-ლიტრიანი ეკობუსტის ჩიპით ფორსირების შემდეგ კი მისი მომენტი 135 ნიუტონმეტრით მოიმატებს. და ამ ყველაფერს არ სჭირდება გამანწილებელი ლილვის, დგუშების, შემშვები და გამომშვები კოლექტორების შეცვლა-დამუშავება. არაა საჭირო სარქველების გაგანიერება. მოკლედ, ძრავში ყველაფერი სტანდარტული რჩება. იცვლება მხოლოდ მისი მართვის პროგრამის პარამეტრები.
„ძრავის სიმძლავრის მოსამატებლად, კომპანიები ძირითადად ახალ კომპონენტებს იყენებენ, რომლებითაც ორიგინალურებს ცვლიან. ეს სიმძლავრის გაზრდას კი იწვევს, მაგრამ მნიშვნელოვნად იზრდება საწვავის ხარჯი და მცირდება ძრავის სამუშაო რესურსი. ჩვენი მოწყობილობის დახმარებით კი ძრავის მახასიათებლების გაუმჯობესებასთან ერთად, მცირდება საწვავის მოხმარება და უცვლელი რჩება საგარანტიო ვალდებულებები“, - ნათქვამია „ფორდის“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.

No comments:

Post a Comment