დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 10, 2014

ჩრდილოეთ ამერიკის 2015 წლის საუკეთესო ავტომობილის ფინალისტები

2015 North American Car & Truck/Utility Of The Year Finalists Announced
10 დეკემბერი
კონკურს „ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილის“ ჟიურიმ, 2015 წლის საუკეთესო ავტომობილის წოდბაზე წარდგენილ ავტომობილებს შორის, კატეგორიების ფინალისტები დაასახელა. მსუბუქ ავტომობილებს შორის საუკეთესოს წოდების მოპოვების შანსს „ფორდ მუსტანგი“, „ფოლკსვაგენ გოლფი“ და „ჰიუნდაი ჯენზისი“ ინარჩუნებენ. წლის საუკეთესი პიკაპისა და უგზოობის ავტომობილის წოდებისთვის კი პიკაპი „ფორდ F-150“, პიკაპი „შევროლე კოლორადო“ და ქროსოვერი „ლინკოლნMKC იბრძოლებენ.
მსუბუქი ავტომობილების კატეგორიის ფინალში გასვლა ვერ შეძლეს ისეთმა პოპულარულმა ავტომობილებმა, როგორებიცაა „აუდი A3“, C-კლასის „მერსედესი“ და „ტოიოტა ქემრი“. უგზოობის ავტომობილებსა და პიკაპებში ფინალში ვერ გავიდნენ „პორშე მაკანი“, „აუდი Q3“, „მერსედეს GLA-კლასი“.
ჟიურიში სულ 50 წევრია. ისინი საუკეთესო ავტომობილებს რამდენიმე პარამეტრის მიხედვით ირჩევენ, რომელთა შორისაცაა ტექნოლოგიური სიახლეები, დიზაინი, ეკონომიურობა და ეკოლგიურობა, დინამიკური მახასიათებლები, სალონის კომფორტი, ფასისა და ფასეულობის შეფარდება და სხვა. გამარჯვებულებს ჟიური დეტროიტის მოტორ შოუზე, 12 იანვარს დაასახელებს.
ცნობისათვის, შარშან მსუბუქ ავტომობილებს შორის საუკეთესოდ სუპერ ავტომობილი „შევროლე კორვეტ სტინგრი“ დასახელდა, პიკაპებსა და უგზოობის მოდლებს შორის კი პირველ ადგილზე ასევე შევროლეს ავტომობილი, პიკაპი „სილვერადო“ გავიდა. პირველ კატეგორიაში ამერიკულ ავტომობილებს კონკურსი 12-ჯერ აქვთ მოგებული, ოთხი გამარჯვება ევროპულ ევტომობილებს ერგოთ, სამი იაპონურებს და ორიც - კორეულებს. მეორე კატეგორიაში კი ამერიკულმა ავტომობილებმა კონკურსი 14-ჯერ მოიგეს, იაპონური ავტომობილები საუკეთესოდ ოთხჯერ აღიარეს, ევროპულები კი - სამჯერ.

No comments:

Post a Comment