დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 10, 2014

„ლამბორგინი ეგოისტა“ 1/18 მასშტაბში

Lamborghini Egoista 1/18 Scale Model Is More Awesome Than the Real Thing
10 დეკემბერი
„ლამბორგინი ეგოისტა“ ერთჯერადი პროექტია, არც კონცეპტუალური, არც სხვა რამ დანიშნულების. ის ერთხელ შექმნეს, მხოლოდ დიზაინერების სავარჯიშოდ და რაც მთავარია, კომპანიის დაარსებიდან 50 წლის იუბილის აღსანიშნავად. და არც გაუყიდიათ. ამჟამად სანტ’აგატა ბოლონეზეში იმყოფება, კომპანიის მუზეუმს ამშვენებს. მოკლედ, ძალიან მდიდრებისთვისაც და კომპანიის ერთგული კლიენტებისთვისაც ხელმიუწვდომელია.
ამ ავტომობილს ბევრი გამორჩეული თვისება აქვს - თავისი ფორმებით სტელსის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს მოგაგონებთ, მათსავით კოკპიტი-სანთელი აქვს, რომელიც შიგნიდანაც პილოტის კაბინასავითაა გაფორმებული. იქ კი მხოლოდ ერთი ადგილია - ეგოისტისთვის. ანუ ადამიანისთვის, ვისაც ამ ავტომობილის მართვით მიღებული სიამოვნების სხვისთვის გაზიარება არ სურს.
მაგრამ მალე მისი შეძენა მაინც შესაძლებელი იქნება. ოღონდ, არა ორიგნალური ზომის და არც ძრავით - კომპანია „MR კოლექშნ მოდელსმა“ „ლამბორგინი ეგოისტას“ 1/18 მასშტაბის მოდელი გამოუშვა. მართალია, ეს ავტომობილი გაცილებით პატარაა, მაგრამ პრაქტიკულად იდეალურად იმეორებს ორიგნალის ფორმებს. ფერთა გამაც, რა თქმა უნდა, მისი აქვს.
რეალური ავტომობილისგან განსხვავებით, „MR კოლექშნ მოდელსმა“ თავისი „ეგოისტა“ ერთზე მეტი დაამზადა. ზუსტად რამდენი, ამაზე არაფერია ცნობილი. ისინი თავად „ლამბომ“ შეუკვეთა, რომელმაც ყველა მოდელი თავის ძალიან საპატიო სტუმრებს დაურიგა, რომლებიც მაისში კომპანიის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

No comments:

Post a Comment