დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, November 8, 2014

როსბერგი ისევ უფრო სწრაფია, მაგრამ...

Motor racing-Rosberg beats Hamilton to pole in Brazil
8 ნოემბერი
...მაგრამ, პოულისთვის ქულებს არ იძლევიან! სამქიმიანი თანგუნდლები მხოლოდ 0.033 წამმა დააშორა, რაც პრაქტიკულად არაფერია. უფრო საინტერესო ისაა, რომ პოულის დროს მხოლოდ 0.224 წამით ჩამორჩა მესამე ადგილზე გასული ფელიპე მასა, ბრაზილიელის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი კი - 0.282 წამით. ეს კი ის დროა, რომელიც „მერსედესის“ თანაგუნდელებსაც კი აშორებდა ხოლმე.

მოკლედ, ამ სეზონში თუ გამარჯვებებში ჰამილტონი ორჯერ და მეტად სჯობს თავის თანაგუნდელს, კვალიფიკაციებში პირიქითაა - როსბერგმა უკვე მეათე პოული მოიპოვა. თანაც გერმანელი ჰამილტონს სამივე პრაქტიკაზეც სჯობდა და კვალიფიკაციის სამივე ეტაპზეც უფრო სწრაფი იყო. კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ, გუნდის რადიოთი მილოცვას როსბერგმა შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „შესანიშნავი სამუშაოა, მთავარია ამან რბოლაშიც ასეთი შედეგი მოგვცეს. ძალიან მჭირდება, რომ ასე მოხდეს, რაც ოსტინში ვერ მივიღე. ოსტინის რბოლიდან გაკვეთილი მივიღე და ვიცი, რაც მჭირდება. ამიტომ, ხვალინდელი რბოლის იმედი მაქვს“, - განცხადა როსბერგმა, ვინც ამერიკული რბოლაც პოულიდან დაიწყო, მაგრამ ფინიშთან პირველი მაინც ჰამილტონი მივიდა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე რბოლა მოიგო.
„ნიკომ შესანიშნავი წრე გაიარა. მე ცოტა დრო მეათე მოსახვევში დავკარგე. და შესაძლოა, პირველ მოსახვევშიც... ხვალ დიდი რბოლა გველის და ძალიან მინდა, რომ მოვიგო“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც როსბერგს 24 ქულას უგებს.

მასას მესამე შედეგს აღტაცებული შეხვდა ბრაზილიელი მაყურებელი, რომელმაც 2008 წელს, ლამის კიდევ ერთი ბრაზილიელი ჩემპიონის დაბადება იხილა, მაგრამ სწორედ ჰამილტონმა გაუცრუა იმედი. „ძალიან ემოციური მომენტია, როცა იცი, რომ ბრაზილიაში ისევ კონკრენტუნარიანი მანქანით გამოდიხარ. სიმართლე რომ ვთქვა, მანქანისგან ყველაფერი არ გამომიწურავს, რადგან სწრაფ წრეზე ტრეფიკი შემხვდა. თანაც გარაჟშიც პრობლემები მქონდა და ამის გამო ვერ შევძელი დროის გაუმჯობესება“, - ამბობს მასა.

ბრაზილიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:10.023
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:10.056
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:10.247
4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:10.305
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:10.930
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:10.938
7. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:10.969
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:10.977
9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:11.075
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:11.099 
- - - - - - - - - -
11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:11.591
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:11.976
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:12.099
14. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    დროის გარეშე
- - - - - - - - - -
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:12.037
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:12.040
17. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:12.076
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:12.233

No comments:

Post a Comment