დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 4, 2014

„მერსედესი“ ძრავების მოდიფიკაციას თანხმდება

Mercedes close to agreeing engine 'unfreeze'
4 ნოემბერი
არაა გამორიცხული, რომ ძრავების „გაყინვის“ წესის შერბილებას „მერსედესიც“ დათანხმდეს. ყოველ შემთხვევაში, იტალიური პრესა ირწმუნება, რომ ამერიკის დიდი პრიზის დღეებში, „რენოს“, „ფერარის“ და „რედ ბულის“ ხელმძღვანელობამ, „მერსედესთან“ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, რომლის შესაბამისადაც, ძრავების ჰომოლოგაციის წესები შერბილდება.
არადა, სულ ახლახანს, სამქიმიანების შეფები - ტოტო ვოლფი და ნიკი ლაუდა, მეტოქე გუნდების და კომპანიების შეთავაზებას „ნონსენსს“ და „ირაციონალურს“ უწოდებდნენ. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ძრავების რეგლამენტისგან „გაყინვის“ წესის მოხსნა, ხარჯების უკონტროლო ზრდას გამოიწვევს. ამასთან, ისინი თვლიან, რომ ამ წესის შეცვლა „მერსედესის“ ინტერესების დარღვევა იქნება.
თუმცა, იტალიური „ლა რეპუბლიკა“ წერს, რომ „მერსედესი“ შეთავაზების კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდა, რის მიხედვითაც, გუნდებს და მათს პარტნიორებს ძრავების 48 პროცენტის მოდიფიცირების უფლება სეზონებს შორის მიეცემათ. ახალი სეზონის დაწყებისთანვე კი „გაყინვის“ წესი ისევ ამოქმედდება. „ლა რეპუბლიკას“ ინფორმაციით, გერმანულ კომპანიაზე გავლენა ბერნი ეკლსტოუნმა მოახდინა. მაგრამ იმავე გამოცემის ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობის თანხმობა ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. ახლა მთავარია, ამ ყველაფერს შტუტგარტშიც გაგებით შეხვდნენ.
„ფერარის“ შეფი მარკო მატიაჩი ამბობს: „კვირის შეხვედრისას „მერსედესმა“ კომპრომისის სურვილი გამოთქვა, თუმცა ეს ჯერაც არ ნიშნავს, რომ საკითხი ავტომატურად გადაწყდება, რადგან ადრე „მერსედესი“ რეგლამენტის შეცვლაზე უარს ამბობდა, შემდეგ კი მიდგომა შეცვალა. ახლაც არაა იმის გარანტია, რომ იგივე არ მოხდება“. მატიაჩი ასევე დასძენს, რომ მოლაპარაკებაში ლაუდას მონაწილეობა მინიმუმ იმის იმედს იძლევა, რომ საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდება.

No comments:

Post a Comment