დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 4, 2014

ფ1-ის პატარა გუნდებს 100 მილიონი სტერლინგით დაეხმარებიან

Smaller Formula 1 teams will be offered £100 million payment, according to reports
4 ნოემბერი
ბერნი ეკლსტოუნი და დონალდ მაკკენზი
ფორმულა ერთის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი „CVC  კეპიტალ პარტნერზი“ თანახმაა, პატარა გუნდების სასარგებლოდ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოჰყოს. ამის მიზანი, ამ გუნდების გადარჩენა და მათი მხრიდან, სეზონის დარჩენილი ორი რბოლის ბოიკოტირების თავიდან არიდებაა. „ლოტუსი“, „ფორს ინდია“ და „ზაუბერი“ ჯერ კიდევ ოსტინში იმუქრებოდნენ ბოიკოტით და სწორედ ამ რადიკალიზმს მოჰყვა შემხვედრი ნაბიჯები.
როგორც „ტაიმსი“ წერს, ბოიკოტის ხსენებისთანავე, „CVC  კეპიტალ პარტნერზის“ თავმჯდომარე დონალდ მაკკენზი დაუკავშირდა „ლოტუსის“ მფლობელ ჟერარ ლოპესს და კომპრომისი შესთავაზა. კომპრომისი სოლიდურია - 100 მილიონი სტერლინგი, მაგრამ ეს მაინც არაფერია იმ უზარმაზარ მოგებასთან, რაც CVC-მ გასული სეზონის ბოლოს, მოგების სახით მიიღო. „ტაიმსის“ ინფორმაციით, ეს თანხა 795 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
საპრიზო თანხის სახით, დაახლოებით 500 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაურიგდა გუნდებს. მაგრამ მათგან ყველაზე მეტი თანხა მოწინვეებს ერგოთ - საპრიზ ფონდს განწილების საფუძველს, გუნდების მიერ ნავჩენები შედეგები და დაგროვილი ქულები განსაზღვრავს. სხვათა შორის, გუნდბის საპრიზო შემოსავალზე მათი ღვაწლიც განსაზღვრავს.
მაგალითად, მარტო იმის გამო, რომ ყველაზე ხანდაზმული გუნდია, „ფერარიმ“ გასული სეზონის შემდეგ 38 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, დაახლოებით იმდენივე, რამდენიც „ფორს ინდიამ“ ჯამში დაიმსახურა. უფრო მეტიც, მართალია მარანელოელებმა კონსტრუქტორთა პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე მეტი საპრიზო თანხა მაინც მათ მიიღეს.
ლოპესი ამბობს, რომ უნდა შემუშავდეს საპრიზო ფონდის განაწილების ახალი სისტემა, რომელიც პატარა გუნდებს საბაზო შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს. ეს კი მათი ფინანსური მდგრადობის გარანტია გახდება და ისინი აღარ გაკოტრდებიან, როგორც ეს ახლახანს „კატერჰემს“ და „მარუსიას“ მოუვიდათ. ლოპესის თქმით, განაწილების ამგვარი სისტემის დაწესება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და მხოლოდ დიდი გუნდების ნებაზეა დამოკიდებული.

No comments:

Post a Comment