დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 9, 2014

როსბერგმა გამარჯვების გემო გაიხსენა

Motor racing-Rosberg wins Brazilian Grand Prix
9 ნოემბერი
ნიკო როსბერგმა ბრაზილიის დიდი პრიზი მოიგო და ლუის ჰამილტონის გამარჯვებათა სერია შეწყვიტა. სან პაულუში რბოლის შემდეგ, მათ ისევ 17 ქულა აშორებს. რბოლის ფინიშთან, რომლის დროსაც, მათ გარდა პელოტონს სათავეში ნიკო ჰულკენბერგიც ედგა, „მერსედესის“ თანაგუნდელებს შორის სხვაობა სულ რაღაც. 1.4 წამი იყო. ამგვარად, გერმანული გუნდის პილოტებმა ამ სეზონში უკვე 11 დუბლი შეასრულეს და ამით, ფ1-ის რეკორდი დაამყარეს.
„შესანიშნავი უქმეები იყო. მანქანაში თავს კომფორტულად ვგრძნობდი, შემეძლო შეტევა და ლუისთან სხვაობის შენარჩუნება. ახლა მთავარია, შემდეგ რბოლაშიც ასევე გავაგრძელოთ“, - ამბობს როსბერგი, ვინც რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო და ერთ მომენტში ჰამილტონს 7 წამზე მეტს უგებდა. ოღონდ ეს ბრიტანლის მიერ (28-ე წრეზე) დაშვებული შეცდომის შედეგი იყო, რის შემდეგაც ის ტრასის მიღმა გავარდა, თუმცა მალევე დაუბრუნდა რბოლას და როსბერგსაც საკმაოდ მალე დაეწია, თუმცა მისი შეტევები უშედეგოდ დასრულდა.
ბოლო რბოლაში, რომელსაც ორ კვირაში ემირატების აბუ დაბი უმასპინძლებს, გამარჯვებული 50 ქულას მიიღებს. ეს კი როსბერგს ჩემპიონობის რეალურ შანსს აძლევს. ოღონდ მას მხოლოდ გამარჯვება არ ჰყოფნის - მისი ჩემპიონობისთვის საჭროა, რომ ჰამილტონმა 8 ქულაზე ნაკლები აიღოს, რაც ბრიტანელის ტოტალური უიღბლობის გარეშე შეუძლებლად მოსჩანს.
ამ ორმაგი გამარჯვებით, „მერსედესმა“ ერთ სეზონში 15 გამარჯვება დააგროვა, რითაც „ფერარის“ და „მაკლარენის“ რეკორდი გაიმეორა. ბრაზილიაში გამარჯვების შემდეგ, როსბერგის ანგარიშზე 5 მოგებაა, ჰამილტონს კი უკვე 10 გამარჯვება აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ჰამილტონი მეორე ტიტულს დაეუფლება.
მესამე ადგილი ფელიპე მასამ დაიკავა, რითაც ბრაზილიელი ფანები დიდად გაახარა. ის გამარჯვებულს 41 წამით ჩამორჩა. მასა ერთხელ პიტლეინზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის 5 წამით დააჯარიმეს, ერთხელ კი პიტ სტოპის შესრულებისას, „მაკლარენის“ გარაჟის წინ ჩერდბოდა, მაგრამ დროზე მიხვდა შეცდომას (მაკლარენის და უილიამსის გუნდების ფორმები თეთრია) და მაშინვე „უილიამსის“ ბოქსისკენ გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, ამაზეც დრო დაკარგა. თუმცა ამის მიუხედავად, „დანარჩენებში“ საუკეთესო მაინც გახდა.

ბრაზილიის დიდი პრიზი
სან პაულუ, ინტერლაგუში. დისტანცია 305.909 კმ (4.309 კმ, 71 წრე)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:30:02.555
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           +00:01.457
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         00:41.031
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 00:48.658
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              00:51.420
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    01:01.906
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             01:03.730
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            01:03.934
9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         01:10.085
10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1 წრე
11. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1 წრე
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1 წრე
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1 წრე
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1 წრე
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1 წრე
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1 წრე
17გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                8 წრე
გ. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            32 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი  - 1:13.555, 62-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 334 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 317; 3. დანიელ რიკარდო - 214; 4. სებასტიან ფეტელი - 159; 5. ფერნანდო ალონსო - 157; 6. ვალტერი ბოტასი - 156; 7. ჯენსონ ბატონი - 106; 8. ფელიპე მასა - 98; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 80; 10. კევინ მაგნუსენი - 55; 11. კიმი რაიკონენი - 53; 12. სერხიო პერესი - 47; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 22; 14. რომენ გროჟანი - 8; 15. დანილ კვიატი - 8; 16. პასტორ მალდონადო - 2; 17. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) - 2

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 651 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 373; 3. უილიამს-მერსედესი - 254; 4. ფერარი - 210; 5. მაკლარენ-მერსედესი - 161; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 127; 7. ტორო როსო-რენო - 30; 8. ლოტუს-რენო - 10; 9. მრუსია-ფერარი - 2; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0

No comments:

Post a Comment