დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 3, 2014

როსბერგმა ერთი შეცდომის გამო წააგო

ERS error cost Nico Rosberg in battle with Lewis Hamilton
3 ნოემბერი
ნიკო როსბერგმა განაცხადა, რომ ERS-ის გამოყენებისას დაშვებული შეცდომის გამო ვერ გაუწია ლუის ჰამილტონს წინააღმდეგობა, რომელმაც პირველივე შეტევით გაასწრო და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ამ მოგებით ბრიტანელმა მეორე ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე როსბერგმა განაცხადა, რომ გასწრების მომენტში მან ERS-ის ჩართვა ვერ მოასწრო, რადგან დამატებითი ენერგიის გამოყენება გადამრთველით სცადა და არა ღილაკით. გადამრთველი კი დაგვიანებით რეაგირებს ხოლმე. სწორედ ამიტომ ვერ დაახვედრა თანაგუნდელის შეტევას ადეკვატური პასუხი.
„შეცდომა დავუშვი, რადგან დამატებითი ენერგიის მისაღებად არასწორი გზა ავირჩიე. როცა სარკეში დავინახე, რომ ის მიახლოვდებოდა, ამაჩქარებლის გამოყენება ვცადე. მაგრამ დროულად ვერ მივიღე. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ გადამრთველით ERS-ის ჩართვა უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ღილაკით რომ მესარგებლა, მაშინვე ამუშავდებოდა. მოკლედ, ჩავარდნა მქონდა და ამან ლუისს ადვილად გასწრების საშუალება მისცა. ეს იყო შეცდომა, რომელიც იმ მომენტში ვერ გავაცნობიერე“, - ყვება როსბერგი.
ამის მიუხედავად, ის აღიარებს, რომ ლიდერის პოზიციის დაცვისას მაინც უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო და ჰამილტონისთვის შიდა რადიუსზე გასვლის საშუალება არ უნდა მიეცა: „დარწმუნებული ვარ, უკეთ გამკლავებაც შემეძლო. მაგრამ ახლა მსჯელობა არაფერს ნიშნავს. იმ მომენტში შიდა ტრაექტორია რომ დამეცვა, ის გვიან დაამუხრუჭებდა და მოსახვევიდან უკეთ გამოსვლის ხარჯზე, შემდეგ მოსახვევში შემიტევდა. იმ მომენტში ვიფიქრე, ვაგრძნობინებ, რომ კარის მოხურვას ვაპირებ და შეტევაზე ხელს აიღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა“.

No comments:

Post a Comment