დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 27, 2014

„ფორდმა“ ვალენსიაში „მონდეო ჰაიბრიდის“ წარმოება დაიწყო

Ford Starts New Mondeo Hybrid Production in Europe
27 ნოემბერი
„ფორდმა“ თავის ვალენსიას ქარხანაში უახლეს სედან „მონდეოს“ ჰიბრიდული ვერსიის, „მონდეო ჰაიბრიდის“ წარმოება დაიწყო. ეს ავტომობილი საწვავის მცირე ხარჯით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით გამოირჩევა. და რაც მთავარია, დაახლოებით იმდენივე ღირს, რამდენიც დზელის ძრავით აღჭურვილი ვერსია.
უფრო კონკრეტულად კი: მის ჰიბრიდულ სისტემაში შედის სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შემუშავებული, ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავი და ორი ელექტრო ძრავი. ამ ორიდან ერთი ბორბლებს ატრიალებს, მეორე კი - კინეტიკური ენერგისი აღდგენას ემსახურება. სისტემაში ასევე შედის ლითიუმ იონური ელემენტების მომცრო, 1.4 კილოვატსაათიანი ბლოკი. ჰიბრიდული დანადგარის ჯამური (ერთი ელექტრო და შიდაწვის ძრავის) სიმძლავრე 186 ცხენის ძალაა. ამ აღჭურვილობით, ავტომობილი საშუალოდ ას კილომეტრზე 4.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს (მაგისტრალზე ხარჯი 2.8 ლიტრამდეც კი მცირდება), ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 99 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ცისფერი ოვალი აცხადებს, რომ ელემენტების ბლოკის რესურსი 10 წელია, ანუ 240 000 კილომეტრზე მეტი. გენერატორის რანგში მომუშავე ელექტრო ძრავი იმ ენერგიას აგროვებს, რომელიც ჩვეულებრივ, დამუხრუჭებისას იკარგება ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ენერგიის დაახლოებთ 95 პროცენტი ავტომობილის მოძრაობას ხმარდება.
„მონდეო ჰაიბრიდი მომხმარებელს დიზელისა და ბენზინის ძრავების საუკეთესო თვისებებს ერთდროულად სთავაზობს. ესაა გაზრდილი ეფექტურობა და შემცირებული გამონაბოლქვი. და რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ძრავებით აღჭურვილი ავტომობილებისთვის დამახასიათებელი სვლის სიშორე და შესაძლებლობები“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი რიოლანტ დე ვაარდი, ვინც მარკეტინგს, გაყიდვებს და სერვისს განაგებს.
რაც შეეხება ფასს, ჰიბრიდული „მონდეოს“ შეძენა 28 800 ევროდ იქნება შესაძლებელი. ამდენივე ღირს არამხოლოდ დზელისძრავიანი ვერსიები, არამედ 1.5-ლიტრიანი ეკობუსტით აღჭურვილი „მონდეოს“ ვერსია „ტიტანიუმ პაუერშიფტის“ სპორტბეკის ძარიანი ვერსია. ცნობისათვის, ამერიკის ბაზარზე, „ფორდი“ ჰიბრიდულ სეგმენტში მეორე ადგილზეა. ამ ტიპის ავტომობილების წარმოების დაწყებიდან, მას იქ უკვე 400 000 ეგზემპლარი აქვს გაყიდული.

No comments:

Post a Comment