დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 28, 2014

ფორმულა 1 და ლე მანი ერთად

Motor racing-Hulkenberg to race F1 and Le Mans next year
28 ნოემბერი
მომავალ სეზონში, მიკო ჰულკენბერგი ფორმულა ერთის გარდა, ლე მანის 24-საათიან რბოლაშიც მიიღებს მონაწილეობას. მან კონტრაქტი გააფორმა „პორშესთან“, რომელმაც ლე მანზე სამი ეკიპაჟით გამოსვლა გადაწყვიტა. და ამ მესამე ეკიპაჟის პირველ წევრად სწორედ „ფორს ინდიას“ გერმანელი პილოტი შეარჩია.
ბოლოს ერთდროულად ფ1-სა და ლე მანზე ფრანგმა სებასტიან ბურდემ 2009 წელს იასპარეზა, ვინც წარმოშობთ სწორედ ლე მანიდანაა. ბურდე ფ1-ში „ტორო როსოს“ პილოტი იყო, ლე მანზე კი „პეჟოს“ სარბოლო პროტოტიპით იასპარეზა და რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა. სხვათა შორის, ლე მანის გარდა, 27 წლის ჰულკენბერგი სპას ექვსსაათიან რბოლაშიც მიიღებს მონწილეობას.
„ლე მანის და „პორშე“ - ეს კომბინაცია ალბათ ყველა მრბოლს მიიზიდავს. დიდი ხანია, „პორშეს“ ფანი ვარ და რაც LMP1 კლასს დაუბრუნდნენ, მათს გამოსვლებს ხშირად ვუყურებ“, - განაცხადა ჰულკენბერგმა, ვინც გერმანული კომპანიის გუნდში, „რედ ბულის“ ყოფილი პილოტის, ავსტრალიელი მარკ ვებერის თანაგუნდელი იქნება. ოღონდ, ისინი სხვადასხვა ეკიპაჟებში იქნებიან.
ცნობისათვის, FIA-სა და ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელებს შორის არსებობს შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც, ფ1-ის რბოლები ლე მანისას არ დაემთხვევა. მომავალ წელს ლე მანის რბოლა 13/14 ივნისს ჩატარდება.

No comments:

Post a Comment