დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 6, 2014

შემდეგი თაობის „დისქავერი“ „სათავგადასავლო სტილში“ შესრულდება

Next gen Land Rover Discovery to get “adventurous styling”
6 სექტემბერი
უახლესი „დისქავერი სპორტის“ წარდგენის შემდეგ, „ლენდ როვერის“ დიზაინის დირექტორმა ჯერი მაკგოვერნმა ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, Discovery 4-ის შემცვლელზე ისაუბრა, რომელმაც „დისქავერის“ ოჯახში უმაღლესი საფეხური უნდა დაიკავოს. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალ „დისქავერის“ სტილს, „დისქავერი სპორტზე“ მეტად გამოკვეთილი „სათავგადასავლო“ ხასიათი და ფართო ინტერიერი ექნება. მისი გამოშვების სავარაუდო დროდ კი 2016 წელი დაასახელა.
მაკგოვერნმა ასევე განაცხადა, რომ დაგეგმილია „რეინჯ როვერის“ ოჯახის გაფართოება. მან ახალი „რეინჯ როვერები“ ახსენა, რომლებსაც „ევოუკზე“ უფრო რადიკალური გარეგნობა ექნება. მათგან ერთი განსაკუთრებულად ფანტასტიკურად გამოიყურებაო - ამბობს კომპანიის დიზაინის შეფი, ვინც ჯერ არ აზუსტებს ამ მოდელების წარმოების დაწყების დროს. მან თქვა, რომ ერთი მოდელი „ევოუკსა“ და „რეინჯ როვერ სპორტს“ შორის ადგილს დაიკავებს. ეს ავტომობილი გამორჩეული იქნება ინტერიერის სიფართოვით და „დისქავერის“ მოდელებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკულობით და იმავდროულად, „რეინჯ როვერისთვის“ დამახასიათებელ მდიდრულობას შეინარჩუნებს.
საინტერესოა, რომ თავის დროზე, „ლენდ როვერმა“ მოდელი „დისქავერი“ გამოუშვა (1989 წელს), როგორც „რეინჯ როვერის“ ხელმისაწვდომი ვერსია. ამ ავტომობილის მთავარი დანიშნულება იყო, ბრიტანულ ბაზარზე იაპონური უგზოობის ავტომობილების ექსპანსიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. უფრო მეტიც, ახალმა ავტომობილმა ისე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რომ ის ერთ-ერთი მიზეზი გახდა „ბეემვეს“ მიერ „როვერის“ ჯგუფის და მასთან ერთად, „ლენდ როვერის“ შესყიდვისა (1994 წელს). სხვათა შორის, ბავარიელების ხელში, „ლენდ როვერის“ გამას „ფრილენდერი“ შეემატა.
მერე კომპანია „ფორდის“ ხელში გადავიდა (2004 წელს) და ყველაზე მეტ პოპულარობას „დისქავერიმ“ (მესამე თაობისა 2005 წელს გამოვიდა) სწორედ ცისფერი ოვალის ხელში მიაღწია, რაშიც მძიმე, მაგრამ მტკიცე შასიმ (T5) შეუწყო ხელი. თუმცა, ეს ავტომობილიც მეტწილად ბავარიელთა ხელში ყოფნისას შეიმუშავეს. მაგრამ ამ ავტომობილს საკმაოდ უხეში გარეგნობა და ინტერიერი ჰქონდა. ამის გამო, სუსტი სქესის მყიდველმა მას ზურგი აქცია. სიტუაცია ნაწილობრივ მეოთხე თაობის „დისქავერიმ“ გამოასწორა, რომელსაც ექსტერიერი „დაურბილეს“ და სალონში კი „რეინჯ როვერის“ შესაფერისი მდიდრული გარემო შექმნეს. მაგრამ ყველა ღირსების მიუხედავად, ავტომობილი გლობალურ ბაზარზე მაინც ვერ გადაიქცა დომინანტ ძალად. მისი პოპულარობის პიკშიც კი, ის გაყიდვებით ვერ სჯობდა „ბეემვე X5-ს“, თუმცა ეს ნაწილობრივ იმის ბრალიცაა, რომ როცა ბაზარზე ახალი X5 გამოვიდა, „დისქავერი“ დაძველდა.
მოკლედ, ახლა სიტყვა ახალ „აღმოჩენაზეა“...

No comments:

Post a Comment