China to Produce Range Rover Evoque, Possibly LWB
Jaguar XE
13 სექტემბერი
ჩინეთში მალე „იაგუარ ლენდ როვერის“ უახლესი ქარხანა
დაიწყებს მუშაობას და მისი პირველი ავტომობილი, „რეინჯ როვერ ევოუკი“ გახდება.
როგორც ბრიტანულმა კომპანიამ გამოცემა „ავტომოტივ ნიუსს“ განუცხადა, პირველ რიგში „ევოუკის“
გამოშვება იმ მარტივმა მიზეზმა განაპირობა, რომ ამ ავტომობილზე ცისქვეშეთში
ყველაზე დიდი მოთხოვნაა.
ქარხანა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს და
ის „იაგუარ ლენდ როვერის“ და ჩინური „ჩერი ავტომობილის“ ერთობლივი საწარმოა. ეს
არის სრულმასშტაბიანი ქარხანა, სადაც ავტომობილის აწყობის ყველა ციკლი სრულდება.
აქ გამოშვებული ყველა „ევოუკი“ მხოლოდ ჩინურ ბაზარზე გაიყიდება. მსოფლიოს ყველა
დანარჩენი ქვეყნის ბაზრებზე კი ისევ ბრიტანეთში წარმოებული „ევოუკები“ გაიყიდება.
„რეინჯ როვერ ევოუკის“ სერიული წარმოების გარდა,
ამავე ქარხანაში მომავალ წელს, „იაგუარ ლენდ როვერის“ უახლეს სერია ინჯენიუმის ძრავებსაც
გამოუშვებენ. ამასთან, „ევოუკის“ გარდა, ჩინეთში ბრიტანული კომპანიის სხვა
ავტომობილების წარმოებაცაა გათვალისწინებული. ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად იქნება უახლესი
„ლენდ როვერ დსქავერი სპორტი“, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე
გაიმართება. გამოცემის კითხვაზე, ამავე ქარხანაში ხომ არ იგეგმება კიდევ ერთი
უახლესი ავტომობილის, სედან „იაგუარ XE-ს“ გრძელბაზიანი ვერსიის წარმოება,
კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა რალფ შპეტმა განაცხადა, რომ თუ ასეთი
ავტომობილის წარმოება საერთოდ გადაწყდა, მას მხოლოდ ჩინეთში გამოუშვებენ.
ჩინეთი
„იაგუარ ლენდ როვერისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. ბრიტანული კომპანიის
მიერ წარმოებული ავტომობილების დაახლოებით მეოთხედი სწორედ მსოფლიოს ყველაზე
ხალხმრავალ ქვეყანაში იყიდება. მაგალითად, იქ ამ წლის პირველ ნახევარში, ორივე
ბრენდის 62 479 ავტომობილი გაიყიდა, მთელს მსოფლიოში კი - 240 372 ცალი. ბრიტანული
კომპანია მომავალ წელს ჩინურ ბაზარზე 150 000 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს.
No comments:
Post a Comment