დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 21, 2014

„რეინჯ როვერ ევოუკი“ ლაზერის პროექტორით

JLR to offer world-first laser HUD tech on Range Rover Evoque
21 სექტემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ მსოფლიოში პირველი კომპანიაა, რომელიც სერიულ ავტომობილზე ლაზერულ საპროექციო ეკრანს გამოიყენებს. პირველი ავტომობილი კი, რომლის მყიდველსაც ასეთ სისტემას ოპციის სახით შესთავაზებენ, არის „რეინჯ როვერ ევოუკის“ სპეცვერსია SW1 და ამ ავტომობილს ბრიტანული კომპანის საზოგადოებას პირველად პარიზის მოტორ შოუზე წარუდგენს.
საპროექციო ლაზერული ეკრანის ოპცია ავტომობილს 1000 გირვანქა სტერლინგით გააძვირებს. ამავე სისტემას მოგვიანებით „იაგუარ-ის“ უახლეს სედან XE-ს მყიდველსაც შესთავაზებენ. ამ ეტაპზე, აღნიშნული სისტემის დახმარებით, ისეთი მეორეხარისხოვანი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, როგორიცაა სიჩქარე, გადაცემის რიცხვი, ნავიგაციის და ტრეფიკის მონაცემები, კრუიზ კონტროლის სტატუსი და საგზაო ნიშნები. თუმცა, თუ სისტემა პოპულარული გახდება, მაშინ მისი ფუნქციები უფრო გამრავალფეროვნდება.
ლაზერული პროექტორის თავისებურება ისაა, რომ ის სასურველი ვიზუალური ინფორმაციის გამოსატანად, საქარე შუშის უკან არსებულ სივრცეს იყენებს. მართალია, ეს სისტემა ძალიან თანამედროვე და სასარგებლოა, თუმცა შესაძლოა მისი დამკვიდრება გაძნელდეს იმის გამო, რომ მის გამოყენებას მიჩვევა უნდა და ამიტომ მას ბევრი არ შეიძენს. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს სუბიექტური წინააღმდეგობა ადვილად დაიძლევა. განსაკუთრებით მიმზიდველი კი ის ახალგაზრდა თაობისთვის იქნება, რომელიც ციფრულ გიზმოებთან ადვილად ამყარებს ურთიერთობას. სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი გამოყენება „ევოუკზე“ და არა გაცილებით მდიდრულ „რეინჯ როვერსა“ და „რეინჯ როვერ სპორტზე“, რომლებიც სულ სხვა თაობის მყიდველისთვისაა განკუთვნილი.

რაც შეეხება ვერსია SW1-ს, მასზე შეკვეთების მიღება პარიზის მოტორ შოუს დასრულების შემდეგ დაიწყება. მისი გარეგნული განმასხვავებელი ნიშნებია 20-დუიმიანი ბორბლები და უკანა ანტი ფრთაზე, გარე სარკეებსა და გადაცემების შესაცვლელ ბერკეტზე გამოსახული ბრიტანეთის სტილიზებული დროშა.

No comments:

Post a Comment