დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 10, 2014

ლუკა დი მონტეძემოლომ „ფერარი“ დატოვა

Ferrari Boss Announces Resignation, Will Be Replaced by Marchionne
10 სექტემბერი
ლუკა დი მონტეძემოლო, ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც, „ფერარიმ“ ფორმულა ერთში მოწინავე პოზიციები დაიბრუნა, ავტოინდუსტრიაში კი გაყიდვები სამჯერ გაზარდა და მოგება კი თითქმის ათჯერ, თავის პოსტს ტოვებს. ოფიციალურად ეს 13 ოქტომბერს მოხდება, როცა იტალიურ-ამერიკული საავტომობილო ჯგუფი „ფიატ კრაისლერ ავტომობილსი“ თავის აქციებს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გაიტანს.
„ფერარის“ მთავარი აღმასრულებლის პოსტზე დი მონტეძემოლოს სერჯო მარკიონე, „ფიატ კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი შეცვლის, ვისთანაც მას ბოლო წლებში ურთიერთობა დაეძაბა. მათ შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი ის არის, რომ დი მონტეძემოლოს „ფერარის“ ავტონომიურობის შენარჩუნება სურდა, მარკიონეს მიზანი კი მარანელოური მარკის ავტორიტეტის, „ფიატ კრაისლერის“ სასარგებლოდ გამოყენებაა.
„ფერარი“ მთელს მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი კომპანიაა და ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო მის ხელმძღვანელად მუშაობა. ამ წლების განმავლობაში, მისი კეთილდღეობისთვის ენთუზიაზმით და დიდი მონდომებით ვმუშაობდი. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, აქ გატარებული წლები, იყო და მომავალშიც, ჩემი ცხოვრების ყველაზე გამორჩეული პერიოდი იქნება“, - ნათქვამია დი მონტეძემოლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ლუკა დი მონტეძემოლო და სერჯო მარკიონე 
გავრცელებული ინფორმაციით, დი მონტეძემოლოსა და მარკიონეს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, ლუკას მიერ განსაზღვრული სტრატეგია გახდა, რომლის მიხედვითაც, „ფერარის“ წარმოების მაქსიმალური წლიური მოცულობა 7 000 ავტომობილით განსაზღვრა. ამის საბაბად დი მონტეძემოლომ ექსკლუზიურობის შენარჩუნების სურვილი დაასახელა. სხვათა შორის, წარმოების შეზღუდვის მიუხედავად, „ფერარიმ“ შარშან მოგება მაინც გაზარდა.
მაგრამ მარკიონე თვლის, რომ „ფერარიმ“ იმდენი ავტომობილი უნდა აწარმოოს, რამდენზეც მოთხოვნა იქნება
დი მონტეძემოლო „ფერარის“ ფორმულა ერთის გუნდს პირველად ჯერ კიდევ 26 წლისა ჩაუდგა სათავეში. ეს ენცო ფერარის გადაწყვეტილება იყო და მაშინ ნიკი ლაუდამ გუნდს ორი საჩემპიონო ტიტული მოუპოვა. სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის შემდეგ, დი მონტეძემოლო 1991 წელს კომპანიას ჩაუდგა სათავეში და მალე ფ1-ის გუნდში საჩემპიონო შემადგენლობას მოუყარა თავი - გუნდის შეფად ჟან ტოდტი, ტექნიკურ დირექტორად როს ბრაუნი, პირველ პილოტად კი მიხაელ შუმახერი მიიწვია. ამ ტრიომ საუკუნს დასაწყისში, მარანელოელებს ხუთი ტიტული მოაპოვებინა...

No comments:

Post a Comment